აქტუალური
იენს სტოლტენბერგი: მივესალმები, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ დევნილს და მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ, ფინანსურ დახმარებას ახორციელებს

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. მივესალმები, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ დევნილს და მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ, ფინანსურ დახმარებას ახორციელებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

სტოლტენბერგის თქმით, საქართველო, უსაფრთხოების კუთხით, კომპლექსური გამოწვევების წინაშეა.

რუსეთი იმპერიულ ამბიციებს მისდევს და უკრაინაში, ბრძოლის ველზე სიტუაცია რთულია. ასე რომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ მხარდაჭერა. ნატო-მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამხედრო დახმარების 99 პროცენტს, ჩვენი პარტნიორებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მივესალმები, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ დევნილს და მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ, ფინანსურ დახმარებას ახორციელებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.