რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ანაკლიის წყევლა, შავი ბანკირი და ნატოს სამხედრო საზღვაო ბაზა

   ანაკლიაში საზღვაო პორტის აშენების იდეა საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა 2009 წლის ივლისში განიხილეს ამ უკანასკნელის თბილისში ვიზიტის დროს. დასაბუთება ყველასთვის ხელსაყრელი იყო: ევროპიდან ავღანეთში ამერიკული სამხედრო ლოგისტიკის გადასატვირთი პუნქტის შექმნა ყველა ფინანსური და სამხედრო-პოლიტიკური დივიდენდებით საქართველოსთვის და პროფიტით პროექტის ხელმძღვანელების - სააკაშვილისა და ბაიდენისთვის. სააკაშვილი პასუხისმგებელი იყო ქართულ მხარეზე, ხოლო ბაიდენმა აიღო ამ იდეის ლობირების ვალდებულება აშშ-ში - სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, პენტაგონში, ბიზნესწრეებში და პრეზიდენტ ბარაქ ობამას დაყოლიება, გამოეყო სახელმწიფო ტრანში პორტის მშენებლობისთვის, რადგან ღრმაწყლოვან პორტში ნებისმიერი დიდი წყალწყვის ხომალდის (18 მეტრზე მეტი წყალწიგისა და წყალქვეშა ნავებისაც კი) შესვლა შესაძლებელი იქნებოდა.

   2012 წელს საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პორტის მშენებლობის პროექტი ხელში ჩაუვარდა შავ ბანკირს“ – მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც ავანტიურაზე წავიდა - დააარსა ანაკლიის კონსორციუმი, მაგრამ არ გააჩნდა საკმარისი სახსრები, ამიტომ გაფლანგა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 200 მილიონი დოლარი და გააქცია უცხოელი ინვესტორები, რომლებმაც დაკარგეს ნდობა ქართული მხარის მიმართ.

   ქართული რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანია ანაკლიაში ნატოს საზღვაო ბაზის გახსნა. ამ მიზნით, შავმა ბანკირმა“ დააარსა ოპოზიციური პარტია „ლელო“ და დაქირავებული ლობისტების მეშვეობით ჩივის ვაშინგტონსა და ბრიუსელში, რომ საქართველოს კრემლისტური ხელისუფლება, რომლის ლიდერიპრორუსოლიგარქბიძინა ივანიშვილია, არ სურს ანაკლიაში პორტის აშენება“. ხაზარაძე დახმარებას სთხოვს აშშ-სა და ნატოს, რათა ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში მოვიდეს საპარლამენტო არჩევნების გზით და წარმატების შემთხვევაში, იღებს ვალდებულებას მეორე დღესვე გააცოცხლოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა! ამიტომ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან „ქართული ოცნება“ გააფრთხილეს, რომ თუ უარს იტყვის ანაკლიის პორტის აშენებაზე, წააგებს საპარლამენტო არჩევნებს, ხოლო არჩევნებამდე დარჩენილ ნახევარ წელიწადში, სანამ ის ხელისუფლებაშია, უარს იტყვიან საქართველოსთან მოლაპარაკებებზე ევროკავშირსა და ნატოში მისგაწევრების თაობაზე.

   ამით ვაშინგტონმა და ბრიუსელმა აიძულეს საქართველოს მთავრობა, უკვე მესამედ გადაედო ფოთის საზღვაო პორტის რეკონსტრუქცია, კერძოდ, 10-მეტრიანი სიღრმის ნავსადგურის ფსკერის გაღრმავება 18 მეტრამდე, აც სულ 200 მილიონი დოლარი დაჯდებოდა, და გამოეცხადებინა ტენდერი ხალი საზღვაო პორტის მშნებელობაზე - ანაკლიის ჭაობში, რამდენიმე მილიარდი დოლარის საერთო ღირებულებეით, რაც შეუძლებელია ინვესტორების მოზიდვის გარეშე.

   ნატოს მიზანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების მუდმივი მანევრები რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ცხვირწინ, რომელიც სულ ახლახან განლაგდა ოჩამჩირას აკვატორიაში, ახალაშენებულ საზღვაო ბაზაზე.

   რა სავალალო შედეგები მოჰყვება საქართველოსთვის მათ შეტაკებას, ახსნას არ საჭიროებს, არადა, ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი საქართველოს ჩართულობით, სამხრეთ კავკასიაში დიდი ბრიტანეთის გეგმებში შედის. სწორედ ამას ნიშნავს რეალურად „შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფცია“, რასაც ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები და ალიანსის გენმდივანი სტოლტენბერგი გამუდმებით ახსენებენ საქართველოს ხელმძღვანელობას.

ანაკლიის წყევლა მოქმედებს!    

P. S.

   სოფელი ანაკლია შავი ზღვის სანაპიროზე (სამეგრელოს მხარე, აფხაზეთის მიმდებარე საზღვარზე) უძველესი დროიდან არსებობდა, იქ იყო ნავმისადგომი, საიდანაც ქართველები ოსმალეთის იმპერიაში მონებად მიჰყავდათ. ლეგენდის თანახმად, ერთ დღეს ქალმა, სახელად ანა, დაკარგა ვაჟი (სხვა ვერსიით - ქალიშვილი). მის ებნაში დედამ მეზობელ სოფლები შემოირბინა და ვიღაცამ უთხრა, რომ მსგავსი გარეგნობის ბავშვი ზღვისკენ მიმავალ ურმზე ნახეს - დიდი ალბათობით, ის თურქებმა წაიყვანეს. ფეხშიშველი ანა ნავმისადგომისკენ გაიქცა, მაგრამ ვერ მიასწრო - ხომალდი უკვე ნაპირს მოცილებოდა. სასოწარკვეთილ ქალ მიმავალ გემს ხმამაღალი ყვირილით დაედევნა, პირმშოს დაბრუნებას ითხოვდა, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ ხომალდის საყვირის ხმა გაისმა. მას შემდეგ ანა ყოველდღე მოდიოდა ზღვაზე და საათობით მოთქვამდა, მონობაში წაყვანილ შვილს უხმობდა. მის ქვითინი ქარ მიჰქონდა მთელ მხარეში და ადამიანები ქალის სასოწარკვეთილი ტირილის გაგონებაზე ამბობდნენ: „ანა რიანს“, რაც მეგრულად ნიშნავს „ანა კივის“. ასე დაერქვა ამ მხარესახელად „ანარკია“, შემდგომში ქართულ ენაში ასო „რ“ „ლ“-ად გადაკეთდა და სოფელს „ანაკლია“ ეწოდა.