უცხოეთი
მედია - უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები იგეგმება, თუმცა პრეზიდენტის ჯერ საბოლოოდ არ დაუდგენია როგორი.

აღინიშნება, რომ მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები „მთავრობის გადატვირთვის“ ფარგლებში იგეგმება, რომლებიც თებერვალში არმიაში გადაადგილებებით დაიწყო და შემდეგ მარტში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში, საგარეო დაზვერვის სამსახურსა და პრეზიდენტის ოფისში გადაადგილებებით გაგრძელდა.

გამოცემის ცნობით, წინა კვირის ბოლოს, 21-22 მარტს, პრეზიდენტმა საკადრო ცვლილებების შესახებ ყველა გათავისუფლებულ მაღალჩინოსანს შეატყობინა. ზელენსკი თავისი გუნდის ბევრ წევრს შეხვდა და ჰკითხა, თუ როგორი თანამდებობების დაკავება სურთ.

interpressnews.ge