აქტუალური
კოკა გუნცაძე: „ირაკლი ოქრუაშვილი გაფარჩაკებული და გაბახებული კაცია“

gunca-oqroყოფილი თანაგუნდელის – ლევან გაჩეჩილაძისადმი, „ქართული პარტიის“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილის გუშინდელ კრიტიკას პარტიის ყოფილმა წევრმა კოკა გუნცაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით უპასუხა და მას „გაფარჩაკებული და გაბახებული კაცი“ უწოდა .

„ჩამოდი, თუ კაცი ხარ, რას გვპირდები და პოზირებ კამერასთან, ჩამოდი, ჩაჯექი ციხეში ან იბრძოლე და ჩამოაგდე! საქართველოში მიმდინარეობს სერიალების გადაღება სათაურით – „ფარდის უკან ვიღაც დგას“. მაინტერესებს, რამდენი ადამიანია, ვინც ფარდის უკან იმალება... გამოდით, გამოჩნდით, ერთი დაგვენახეთ, რამდენი ხართ. საქართველოში რომ ჩამოხვიდე, კაცი უნდა იყო! გაფარჩაკებული და გაბახებული კაცები საქართველოში დიდებითა და გამარჯვებით ვერ ჩამოდიან. არ მჯერა, რომ ოქრუაშვილი აქ ჩამოსვლის ერთი ადგილის მქონეა“, – განაცხადა გუნცაძემ.

ამასთან, გუნცაძე ბლეფს უწოდებს ოქრუაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ თავდაცვის ექს-მინისტრის საქართველოში ჩამოსვლას ლევან გაჩეჩილაძემ და ნინო ბურჯანაძემ შეუშალეს ხელი.

 

საქინფორმი