საზოგადოება
მეთიუ მილერი: გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა ამ კანონის წინააღმდეგ

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავიანთი ევროპული ამბიციების შესახებ და უარყვეს ამ კანონის მიღება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მილერს კითხვა დაუსვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში დაინიცირებაზე.

საქართველო ცდილობს, ხელახლა დააბრუნოს რუსული კანონი, რომლის მიღებაც გასულ წელს ვერ მოხერხდა“, – ჰკითხა მილერს აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო TURAN-ის კორესპონდენტმა, ალექს რაუფოღლუმ.

ვნახეთ ცნობები, რომ ისინი განიხილავენ პოტენციურად კანონპროექტის მიღებას და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავიანთი ევროპული ამბიციების შესახებ და უარყვეს ამ კანონის მიღება. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში უკვე დაინიცირდა. ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება.