რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ქართულ ოცნებას“ არ სურს არჩევნებზე წასვლა, როგორც უტყვ კრავს - სასაკლაოზე!

  „ძალა სიმართლეშია", - დარწმუნებულია ბლოკბასტერის "Брат" მთავარი გმირი დანილა ბაგროვი.

ძალა დასავლეთშია“, - გვაშინებენ გუშინდელი საპროტესტო აქციის მინაწილე უცხოელი აგენტები - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები წევრები.

   რა აზრა აქვს კანონის მიღებას დღეს, როდესაც ქვეყანაში მთავარი არჩევნები 26 ოქტომბერს, ანუ 2025 წლის იანვრამდე გაიმართება, როცა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები კანონის შესაბამისად ვალდებული იქნებიან შეავსონ დეკლარაციები?

   „სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!“ - არის "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოტივაცია, რომლებსაც არ სურთ არჩევნებზე წასვლა, როგორც უტყვ კრავებს - სასაკლაოზე, ანუ უცხოელი აგენტების დაფინანსების წყაროების მალვით! აშშ და ევროკავშირი, პოლიტიკური მიზნებით, აფინანსებენ საქართველოში 450 არასამთავრობო ორგანიზაციას ათეულობით მილიონი დოლარითა და ევროთი, თანაც, მათგან 80% -ფარულად, და ამ გრანტების მხოლოდ 20% არის გასაჯაროებული მათი ვებ-საიტებზე.

   მაშ ასე, გუშინ, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ“, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მისი განხილვა 15 აპრილს დანიშნა, რის შემდეგაც კანონპროექტს გაიტანენ პარლამენტის სხდომებზე. პარლამენტის შენობის ირგვლივ არასამთავრობო ორგანიზაციების მებრძოლი ავანგარდი, ძირითადად GZ-ის ახალგაზრდები და უცხოური სპეცსამსახურების ძველი შპიონები, პეტრიაშვილი-ფერაძეები, დაახლოებით 500 მაჯლაჯუნდა მოღალატე ხმაურობდა. მეტი საჭირო არ იყო, მთავარი აქციები წინაა, თანაც, თბილისში წვიმდა...

   ოპოზიციის რესურსი, როგორც დაჟინებით უწოდებენ კანონპროექტს „რუსულ კანონს“, არის რადიკალურ-ექსტრემისტული პარტიების მხარდამჭერები - ამომრჩეველთა 25%; კოლექტიური დასავლეთი - აშშ და ევროკავშირი, საქართველოს პ-რეზიდენტი სალომეა ზურაბიშვილი, რომელიც კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ აგიტაცია-პროპაგანდას ეწევა და ვეტოს დადებით იმუქრება; 450 არასამთავრობო ორგანიზაცია - ყველაზე დიდი გრანტიჭამიები - უცხოელი აგენტები, ლგბტ თემი და სოცქსელები Facebook, Instagram, WhatsApp, რომლებსაც Meta ფლობს. და, რა თქმა უნდა, კანონის წინააღმდეგ გამოვა საქართველოს ომბუდსმენის ოფისი - ე.წ. „სახალხო დამცველი“, სინამდვილეში კი მილიონიანი გრანტების მიმღები უცხოური სპეცსამსახურების შტაბ-ბინა აგენტ ბექა მინდიაშვილის ხელმძღვანელობით!

ხელისუფლების რესურსი მარტო პოლიციაა, რადგანაც „ქართული ოცნება“ სამოქალაქო შეტაკებაზე არ წავა, ვინც არ უნდა იყოს უმცირესობაში. სააკაშვილის ელექტორატს აპატიეს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები, ვიდრე უცხოური დაფინანსებაა - წამება, მკვლელობა, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა! ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერენ საქართველოში მოქმედი ფსევდო რუსეთუმე ორგანიზაციები და რუსეთთან დაკავშირებული მშიშარა აქტივისტები. რა თქმა უნდა, არ ჩაერევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ხელისუფლება მხარს არ დაუჭერს საქართველოს არაქართველი მოსახლეობა, რომელშიც, ისევე როგორც ქართველებში, არიან კანონის მომხრეებიცა და მოწინააღმდეგეებიც (უკიდურესად საშიშია ცალკე კატეგორიად ე.წ. ნაცმენების გამოყოფა, რომლებიც მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ, თითქოს ისინი საქართველოს განსაკუთრებული მოქალაქეები არიან). ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერენ მადლიანი საქმეებით, მაგალითად, ეკოლოგიით, კულტურითა და სპორტით დაკავებული მოტყუებული არაპოლიტიკური HGOები, რადგან ისინიც იღებენ შედარებით პატარა უცხოურ გრანტებს და ეშინიათ, რომ მთლიანად დაფინანსების წყაროს გარეშე დარჩებიან.

   დღეს, 9 აპრილის, უცხოელმა აგენტებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა-მიტინგი დანიშნეს, რათა 1989 წლის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნა „რუსული კანონი მიღების წინააღმდეგ გამოიყენონ.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 9 აპრილი
საქართველო, თბილისი