სამართალი
პეტერ ფიშერი: ჩვენ გვსურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის უნდა დაიცვას ჩვენი სტანდარტები

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

როგორც ელჩმა განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც არის ევროკავშირში.

გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ამ კანონპროექტის შესახებ, ეს არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც გვაქვს ევროკავშირში. ჩვენ გვსურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის უნდა დაიცვას ჩვენი სტანდარტები. ეს იქნება განხილვის თემა პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის“, – განაცხადა ელჩმა.