სამართალი
პრეზიდენტი: გერმანიის კანცლერმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარია ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. „აგენტი“ ითქვა, თუ არ ითქვა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ-მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიისკანცლერმა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა დაარღვია დიპლომატიური წესი, როდესაც გერმანიის კანცლერთან ერთად პრესკონფერენციისას გერმანულ ენაზე ისაუბრა.

საზღვარგარეთ, ყველამ თქვა სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დროს, უფრო და უფრო მკაფიოდ, რომ არ შეიძლება ამ ძველი კანონის უკან დაბრუნება. იქ „აგენტი“ ითქვა თუ არ ითქვა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ-მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიის პრემიერმა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი, ასეთი კანონი არსად არ არის. კი ცდილობენ, რომ დაგვარწმუნონ, ვიღაც ფრანგულად კითხულობს თურმე და გაიგო კარგად და ა.შ. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ სრულიად დარღვევაა ყველა დიპლომატიური წესის, რომ შენ როცა ოფიციალურ ვიზიტზე ხარ, არ უნდა ისაუბრო იმ ქვეყნის ენაზე. რას აჩვენებს, რომ იცის გერმანული? მაკრონთან ჩემი პირველი ვიზიტის დროს, მაკრონმა მომისმინა ქართულად. ეს არის ისეთი ჩვეულებრივი წესი, რომ ცოტა უნდა ისწავლონ რაღაცები, სანამ დაიწყებენ იქით-აქეთ სიარულს.

არ გამიკვირდა შოლცის პოზიცია, ეს არის საწყისი იმისა, რასაც გაგვიმეორებენ არაერთხელ ამ პერიოდში. ამიტომაა ეს კანონი საბოტაჟი ჩვენი ევროპული გზის და არა მხოლოდ ეს კანონი. ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ, კორიანტელს გადაწყვეტილებების, რომელიც ყველა არის ერთი რგოლი იმისა, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ იმისათვის, რომ ჩაიშალოს ევროპული კანდიდატურა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.