სამართალი
საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ ერთად, ხალხის თვალწინ უნდა ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმა, ნაცვლად მიტინგის მიზანმიმართული დაშლისა, – ამის შესახებ „გირჩის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ოპოზიცია და „ენჯეოები“ ერთად, საჯაროდ უნდა დასხდნენ და ხალხის თვალწინ ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმა, ნაცვლად მიტინგის მიზანმიმართული და პროფესიონალური დაშლისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისში, რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქცია ტარდება. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.