პუბლიკაციები
სამოთხიდან ჯოჯოხეთში შეტყუებულის მოთქმა

 მე-15 საუკუნის დასასრულს მეფუკებისა და სეპარატიზმით დაავადებულ ფეოდალთა ძალაუფლების მოპოვების ჟინით და ურთიერთმტრობით ერთიანი საქართველო დაიშალა. ქვეყანას გარეშე მტერი ვერას დააკლებდა, თუ არა მათი შუღლი და ძიძგილი.

ქართლ-კახეთის ტახტზე ერეკლეს შვილის დასმაზე ქართლელმა და კახელმა ფეოდალებმა კინაღამ ამოწყვიტეს ერთმანეთი. ქართლელები ამბობდნენ, მაგან კახეთში იმეფოს, ჩვენ ქართლელი გვინდაო. ბოლოს, რუსმა გენერალმა ურჩიათ, რაზე დაობთ, სთხოვეთ რუსეთის მეფეს, იქნებ ის თანახმა იყოსო, რაზეც ქართლელი და კახელი თავადაზნაურები სიამოვნებით დათანხმდნენ.

გრიგოლ ორბელიანმა თქვა: ღმერთო! ნუ მიიყვან რუსეთს ისეთ სასოწარკვეთილებამდე, რომ იძულებული გახდეს, საქართველო დატოვოს, რმელიც უმალ არეულობის, ურთიერთშუღლისა და დაუძინებელი მტრების თავდასხმის მსხვერპლი გახდება.

საქართელოში მხოლოდ რუსეთის შემოსვლის შემდეგ გაიხსნა პირველი სკოლა და მალე 90-ზე მეტი სკოლა იყო. ბატონყმობაც რუსეთის მიერ გაუქმდა და აღიკვეთა ყმებით ვაჭრობა.

კავკასიაში განათლების საკითხების კურატორმა - ივანოვსკიმ იაკობ გოგებაშვილს მოსთხოვა „დედა ენის“ სანახევროდ გადარუსულება. იაკობმა უპასუხა: „დედა ენა“ ამ სახით მოკვდეს, რა სახითაც არის, ვიდრე ისე წახდეს, როგორც შენ გინდა. ამ სახით მკვდარი უფრო იოლად აღდგება, ვიდრე ასე წამხდარი გამოსწორდეს; ბლოს მეფესთან ჩივილით დააშინა ივანოვსკი და მოიგო დავა.

კარგი იქნებოდა ამჟამინდელ განათლების მესვეურთ იაკობ გოგებაშვილის პრინციპულობა გამოეყენებინათ და დასავლეთის გეი-უბედურების რეკომენდაციაზე არ როკავდნენ.

საბჭოთა კავშირზე რომ არაფერი ვთქვათ, მეფის რუსეთის პერიოდში ქართველები ისეთივე პრივილეგიებით სარგებლობდნენ, როგორც რუსები.

ჩვენი წარსული ეროვნული ცხოვრება სირცხვილის, დაგმობისა და უარყოფის გარდა სხვა არაფრის ღირსი არ არის. წინაპრების მიერ უთანასწორო ბრძოლებით სისხლ-ცრემლით მორწყულ ეკლიან გზებზე გამოტარებულ წარსულზე ამის თქმა იკადრა მენშევიკური მთავრობის თავმჯდომარემ - ნოე ჟორდანიამ.

„ილია დარჩა მარტოდმარტო, უმწეო, უამხანაგო, უკარისკაცო და ასე მარტოდმარტო დაიღუპა.“ _ ასე შეაფასა ქართველი ერის სიამაყე საქართველოს შავ ბაზარზე გასაყიდად გამომტანმა, უდღეურმა მენშევიკურმა მთავრობამ, ამჟამად ასეთ პატივში რომ არიან და ეროვნული განძის დამყაჩაღებელთა შთამომავალი, პრეზიდენტად შემოტენილი ქვაზე დახატული სატანის დესპანი, მაჯლაჯუნა, ესოდენ რომ დასცინის, არცხვენს, იკლებს და ამღვრევს ქართულ სპეტაკ ეროვნულობას.

მენშევიკური მთავრობის მიერ გატაცებული, აღურიცხავ-აუზომავი, ტომრებში და კალათებში ჩაყრილი განძი ბათუმში ფრანგულ კრეისერზე ისე აიტანეს, რომ არც თუ მცველი, არც ერთი წარმომადგენელი გემზე არ აუშვეს. აფერუმ ფრანგ მეზღვაურებს, ამ ყველაფრის ყუთებში გადატანისას თუ არ წაუცდათ ხელი რომელიმე ძვირფასი ნივთის ჯიბისკენ გასაქანებლად.

მენშევიკებმა საკუთარი თავის გადასარჩენად გაიტაცეს ეროვნული განძი, რაშიც ექვთიმე თაყაიშვილი ბრმა იარაღად გამოიყენეს. განა ცოდვა არ არის, ასეთ უანგარო და სპეტაკ კეთილშობილებას, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი იყო, ყაჩაღურად გატაცებულ-განიავებული განძის მცველობა დააბრალო?!

248 ყუთი განძიდან გადარჩენილი და ისაც საფრანგეთის საკუთრებაში გადასული 29 ყუთის საქართველოში დაბრუნება იმ სტალინის თხოვნით მოხერხდა, მის ხსოვნას ასე რომ დაყრანტალებს, უნამუსო, უზნეო, გარყვნილი, სქესობრივად ბილწი გადაგვარებულ-გადაჯიშებული უმეცრება.

1945 წელს დე გოლის მიერ მოსკოვში გაგზავნილი დეპეშით იგრძნობა ევროპელთა საბჭოთა ხალხისადმი უდიდესი პატივისცემა: „თუ დღეს ევროპა თავისუფალია, ის სტალინგრადის და სტალინის დამსახურებაა! “

ოქტომბრის რევოლუციის შედეგად მოშლილ და გაპარტახებულ რუსეთს მრავალი ავანტიურისტი ცრუპატიოტი პოლიტიკოსი, იმპერიალისტთა აგენტი, სამშობლოს მოღალატე ინტრიგანი, მლიქვნელი, კარიერისტი, თაღლითი ჰყავდა დასეული. პირდორბლიანი დასავლეთის იმპერიალისტები კი ემზადებოდნენ მისი ნაწილების დასატაცებლად. ამ დროს რუსეთს მხსნელად მოევლინა სტალინი. მშრომელთა მძლავრმა ძმობის და ურთიერთნდობაზე დამყარებულმა ერთობამ სხვა მეზობელ ხალხებსაც გაუწოდა დახმარების ხელი და შექმნეს სოციალური კეთილდღეობისა და ბედნიერი ცხოვრების რწმენაზე ურთიერთძმური სიყვარულის საფუძვლიანი ერთობა - საბჭოთა კავშირი.

ყველა ჯურის ნაძირალა, მოღალატე იმპერიალიზმის აგენტი პარაზიტი, ვინც გადარჩა, სპორაში შეძვრა და საჭირო ამინდის მოლოდინში ხალხის ერთგულის ნიღბით სოციალური კეთილდღეობისათვის მებრძოლის რიგებს შეერია.

მსოფლიოს ჩაგრული ხალხები საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით, ზედიზედ ამსხვრევდნენ კოლონიური ჩაგვრის ბორკილებს. რუსეთის ნდობა და რუსული ენის შესწავლა თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. საბჭოთა კავშირი ხალხის კეთილდღეობისათვის გაჩაღებულ შრომაში ახალ-ახალ სიმაღლეებს ეუფლებოდა.

ივანე ჯავახიშვილი ამბობდა: საქართველოს მოწინავე საზოგადოებისათვის ნათელი იყო, რომ მძლავრი მოკავშირის დახმარებითა და მფარველობით ჩვენს ქვეყანას საშუალება მიეცა, გაძლიერებულიყო, გარეშე მტრები მოეგერიებინა და მშვიდობიანი ცხოვრების პირობებში მტკიცე ნაბიჯით ევლო წარმატებისა და აღორძინების გზაზე.

რუსეთის ხელმძღვანელობით ძმობით და მომავლის რწმენით შეკრულმა საბჭოთა კავშირმა გაანადგურა იმპერიალიზმის მიერ გამოზრდილი ცოფიანი მხეცი - ფაშიზმი.

ბოროტების მსახურნი მაინც არ ისვენებდნენ, მზად იყვნენ საბჭოთა კავშირის ატომური დაბომბვით მოსასპობად. სწორედ იმ 1949 წელს საბჭოთა კავშირმა თავისი ატომური ბომბის გამოცდით მათი დასიცხული შუბლი დროზე გააგრილა.

ქვეყნის დიდი უბედურებისგან გადამრჩენი, ატომური ბომბის შექმნაში საოცარი ღვაწლისათვის ლავრენტი ბერია და აკადემიკოსი კურჩატოვი მათთვის სპეციალურად დაწესებული საბჭოთა კავშირის საპატიო მოქალაქის წოდებით დაჯილდოვდნენ.

გარდაიცვალა სტალინი და ჯერ არნახული საერთო სახალხო გლოვით იქნა დატირებული.

თავისი შესაძლებლობის სიმაღლის თანამდებობაზე ყოფნა წარმატების საფუძველია. უბედურების მომტანია ჩია არსების მაღლა წამოჯდომა. ის მხოლოდ სკამის შესანარჩუნებლად ხრიკების მოწყობაზე ფიქრობს, რამეთუ უმისოდ არარაობაა.

სწორედ ამგვარი უწიგნური გაიძვერა, სატანის ლეკვი ხრუშჩოვი, აძვრა ქვეყნის მართვის სათავეში და მაშინვე დაიხია უკან რუსეთის მფარველმა ღვთაებამ. პატიმრობიდან განთავისუფლებული იქნა ქვეყნის ორგული ყველა ნაძირალა, სპორიდან გამოძვრა „ველიკორუსული“ შოვინიზმის ბაცილაც და შეუდგნენ ყველა დონის მართვის ორგანოების დაბინძურებას.

გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის დიდების ბურჯი, სტალინი, მაგრამ ცოცხალი იყო იმპერიალიზმის რისხვა, მეორე ქართველი - ლავრენტი ბერია. კომუნისტური პარტიის სირცხვილი, ბეც კარიერისტ პოლიტბიუროს წევრთა შეთქმულებით თავის ბინაში ვერაგულად მოკლეს ლავრენტი ბერია. ოფიციალურად კი გამოაცხადეს, ვითომ დააპატიმრეს. სასაცილოდ შეთხზული დახვრეტის ზღაპარიც მოაწყვეს. ახლა, როცა ყველა საპნის ბუშტი გამსკდარია, საკვირველია, რატომ ადევს მის საქმეს ისევ გრიფით საიდუმლო.

საბჭოთა რუსეთის ძლიერების ბურჯი ორი ქართველი მოიცილეს, სატანის ლეკვ, ტაკიმასხარა ხრუშჩოვს კი ქართველთა სიძულვილი არ ასვენებდა, ყოველი არყით გაძღომისას მათ გადასახლებაზე ბოდავდა. კიდევ კარგი, რომ ამ უმძიმეს ჟამს საქართველოს ხელმძღვანელი იყო ერის საამაყო მამულიშვილი, ვასილ მჟავანაძე. გასახლებაზე ხრუშჩოვთან მორიგი კამათის შემდეგ პირველად მან დააყენა საკითხი ხრუშჩოვის გადაყენების შესახებ. თუმცა მან მოასწრო მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის გახლეჩა, დაბინძურება, თბილისში სახალხო გამოსვლებისა და რუსეთში საპროტესტო დემონსტრაციების დახვრეტა.

ახლა ქვეყანა რწმენით და ხალხის ხელისუფლებისადმი ნდობით კი არა, ძალადობით იმართებოდა. სოციალური ცხოვრება ძველებურად მიდიოდა, მაგრამ მავნებლური რეფორმებით დაავადებული მკურნალობის მაგიერ უფრო იწამლებოდა. სხვა ქვეყნებს რომ ეხმარებოდა, კეთილდღეობის გზას აცდენილი საბჭოთა კავშირი თვითონ დაიმშა, კარიერისტი ბეცი პოლიტბიუროს წევრები უფრო დარწმუნდნენ, რომ ეს გათავხედებული ტაკიმასხარა არამზადა მათ ნებივრობას საფრთეს უქმნიდა. შეითქვნენ და მათივე მლიქვნელობით განებივრებული გადააყენეს. მის ადგილზე შემჯდარი ბრეჟნევი დაავადებული ქვეყნის მკურნალად არ გამოდგა. ვითომ მის მიერ დაწერილი მოგონებების მოსმენაც რომ ეზარებოდა, ტიტანურად შრომადაბრალებულს გენიალურად მოაზროვნის ბანგით აბითურებდნენ. ხრუშჩოვის მიერ დაწყებული ანტისტალინური ბოდვა გრძელდებოდა. სტალინგრადის სახელის შეცვლით და სტალინის დამსახურების დაკნინების შეთითხვნით საბჭოთა კავშირის უდიდეს წვლილს ფაშიზმზე გამარჯვებაში ჩრდილს აყენებდნენ. ახლა ფაშიზმის ეზოს მოძღვარი დასავლეთი ფაშიზმზე გამარჯვებას თვითონ იბრალებდა.

ყველა არამზადა იუდას თესლის აღზევების ჟამი დგებოდა. საქართველოს ოქროს ხანის მზის დაბნელება საბჭოთა კავშირის დაშლამდე დაიწყო. ვერაგობით და ღალატით გაბერილი კარიერისტი შევარდნაძის მიერ კრემლის ბღენძთა მოქრთამვით ერის საიმედო მამულიშვილი ვასილ მჟავანაძე გაათავისუფლეს და მის ადგილზე გაძვრა ქართველთა უბედურებად მოვლენილი ეს არსება. ხრუშჩოვის მსგავს ქართველთა მოძულეებს ქვეყანა რომ გადაექოთებინათ, ამაზე ვერაგ ქართველთა მაოხარ გზირს ვერ იშოვიდნენ. დაიწყო ავტორიტეტიანი პატიოსანი მუშაკების აწიოკება. საქართველოში კადრები გაიხრწნენო და გადახვეწილი თაღლითები შემოჰყავდათ. რუსეთის ბაზრებში ქართველებზე ნადირობდნენ, „სპეკულიანტები“ არიანო, საკავშირო სამინისტროებიდან მოქრთამვით ზედმეტ ფონდებს ითვისებენო; მჟავანაძესა და მის ოჯახის წევრებთან შეხვედრა ხომ დანაშაულად ითვლებოდა. ქართველთა აუგის მბლანდავი ეს კარიერით გაუმაძღარი კრემლის ბღენძების კერპი ბოროტება საქართველოში ზღაპრული მიწერებისა და თვალთმაქცობის უბედურების მუხთლობას დააჯირითებდა. სატანამ კი არ დააცადა რუსეთის მფარველ ღვთაებას სასიკეთოდ გატოკება, ისე მოამრავლა თავისი ლეკვები, რომ რუსოფობია მოათესვინა ველიკორუსულ შოვინიზმს, რომელმაც ნაციონალური სეპარატიზმის სარეველა მოამრავლა, ხალხთა ძმობით და მეგობრობით შეკრულ საბჭოთა კავშირის ორგანიზმზე.

დასკვნითი ღალატისათვის ნიადაგი უკვე მზად იყო და ამდენი ხნის განმავლობაში ტაკიმასხარა ხრუშჩოვის მიერ განებივრებულმა მუხთლობამ ქვეყნის თავკაცად იუდას თესლი თავტყლიპიანი გორბაჩოვი წამოსვა. ამ კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არნახულმა საკუთარი ქვეყნის დამაქცევარმა თავისი მსგავსი მუხთლები შემოიკრიბა. შევარდნაძე ახლა საბჭოთა კავშირის დასაგესლად წამოსვა. გამოუფხიზლებელი ლოთი - ელცინი მოსკოვის კომუნისტთა თავკაცად მოკალათდა; ასე მომრავლებულმა იუდას ნაშიერებმა ქვეყნის ერთგული მამულიშვილები დაჩაგრეს.

შევარდნაძის შემცვლელმა ჯუმბერ პატიაშვილმა მისი მუხთლობისა და თვალთმაქცობის სამარცხვინო მოღვაწეობა განაგდო და ერის სასიკეთო ღონისძიებების გატარებას შეუდგა, რითაც მოსკოვში წამომჯდარი შევარდნაძის მტრობა და დაგესვლა დაიმსხურა.

მალე საქართველოში მძლავრი ეროვნული მოძრაობა აგორდა, რომელშიც შემძვრალი რუსოფობიის პარაზიტი გონებას უბნელებდა ამღვრეულ ცხოვრებაში საკბილოს მოპოვებით გაავებულ მეშჩანებს, ყველა ჯურის ხელმოცარულთ. ქართველი ერის მფარველი რუსეთისადმი ერთგულება და მეგობრობა სეპარატიზმის შხამით იწამლებოდა.

და აი, 9 აპრილის ცნობილი მრავალრიცხოვანი მიტინგი ჯარმა დაარბია; იყო ადამიანთა მსხვერპლი. პოლიტბიუროში კარგად იცოდნენ, რომ ამის უფლება მხოლოდ საქართველოზე მიმაგრებულ შევარდნაძეს ჰქონდა. გათამაშდა მორიგი თვალთმაქცობა. ამ ამბით ვითომ შეშფოთდნენ და კომისიები შექმნეს დარბევის ბრძანების გამცემის დასადგენად.

შევარდნაძე თბილისში ჩამოვიდა, ყველა ჯურის ეროვნულ მოძრაობას მიტმასნებული მეშჩანები ერთად შეყარა და პატიაშვილს არაფერი რომ არ ეხებოდა, მისი აუგი აღრიალა. „თეთრი მელას“ მიერ ჩადენილი ცოდვადაბრალებით გაოგნებული პატიაშვილი გადადგა. ვერაგის თვალთმაქცობამ კიდევ ერთხელ იზეიმა, ბნელ ოთახში არარსებული შავი კატის დაჭერის და ბატკნის მიერ მგლისთვის წყლის ამღვრევის ილეთით ნასიამოვნებმა შევარდნაძემ კი თბილისში კომენდანტის საათის გაუქმებით „თეთრი მელას“ რეპუტაცია გაიმყარა.

მავნებლური რეფორმებით ქვა-ღორღით მოფენილ გზაზე ნჯღრევით დაძაბუნებული საბჭოთა კავშირი ისე დაშალეს, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი ყოფილიყო.

დასავლეთის იმპერიალიზმმა სტალინის მიერ ბედნიერი ცხოვრების შექმნისათვის მუშტად შეკრული ქვეყნის მოსასპობად გაცოფებული ფაშიზმის მიქსევით რაც ვერ გააკეთა და ძლიერი დარტყმაც იგემა, ეს შეძლო საკუთარი ხალხის მოღალატე ნაძირალებით დაბინძურებულ კომუნისტ თავკაცთა მოსყიდვით.

საზარელი ძარცვისა და რბევის უბედურება დააცხრა საბჭოთა კავშირის ხალხებს. რუსოფობია შხამიანი სარეველასავით მოედო ეროვნულ მოძრაობაში დაბინავებულ, ამღვრეულ ცხოვრებაში თბილი ადგილის მაძიებელ მოხვეჭაზე დახარბებულ მეშჩანებს და უმადურობით დასვრილი ბღავილით საქართველოს მეგობარი და მფარველი რუსეთის ლანძღვით ქვეყანას ევროატლანტიკური უბედურებისაკენ ექაჩებოდნენ.

საქართველოში პირველად და უკანასკნელად ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი სახალხო ქონებას დატაცება-განიავებისაგან იცავდა. ერთი გოჯი მიწაც კი არ გაყიდულა; საწარმოები და ყველა სახის სიკეთე ხელუხლებლად იყო დაცული. მას გულუბრყვილოდ სჯეროდა, ძლიერი მფარველის გარეშე მტაცებელთა ხროვაში მოქცეულის დამოუკიდებლობის მოპოვების. ახლა კი ძლიერ მფარველს თვითონ უჭირდა. დასავლეთის მიერ მოთესილ რუსოფობიას დაწაფებული უზნეო, უმეცარი მუხთლობა რუს-ქართველთა საუკუნეობრივ მეგობრობას მყრალი სიცრუის შხამით წამლავდა. ხალხის მოღალატეთა ამ ბღავისლ კი უმუშევრად დარჩენილი შევარდნაძე მოსკოვიდან დირიჟორობდა.

დემოკრატიული სატყუარათი დასავლეთის დინების საწინააღმდეგოდ მოცურავის ბრალდებით ხელისუფლების დამხობის ტრაგედია ეროვნულ მოძრაობაში შემძვრალ თანამდებობის მაძიებელ კარიერისტთა ხელით დაიწყო. კანონიერი ხელისუფლება დაამხეს და ეროვნული მოძრაობა ეროვნულ უბედურებად აქციეს.

9 აპრილის ტრაგედია ტყვიის გასროლის გარეშე რომ მოხდა, ახლა ხელისუფლების მხარდამჭერთა დემონსტრაციებს ავტომატის ცეცხლს უშენდნენ. პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს მოსაკლავად დასდევდნენ.

თავდაცვის მიზნით შექმნილმა ნატო-მ ფუნქცია შეიცვალა, ევროპის ყოფილი სახალხო დემოკრატიული, ახლა რუსოფობიით მოწამლული ქვეყნები შეიერთა და მსოფლიო ჟანდარმის ღოჯები გამოაჩინა.

დადგა ჟამი ნატოგამობმული ამერიკელი იმპერიალისტების მიერ დოლარის მაქინაციით ქვეყნების ძარცვისა და ურჩების განუკითხავად დატერორებისა. მისი სისხლიანი ნაფეხურების გახსენება კაცობრიობას სიფხიზლედ გამოადგება.

მოხდა სასწაული, „სოფლის მაოხარი გზირი“ საქართველოს მეორედ დააცხრა მისგან დაგესლილი რუსეთიდან, არნახული ძარცვა-რბევის, აოხრების და გაპარტახების ღვარცოფი მოედო აყვავებულ, გამძლავრებულ და გამრავლებულ ქვეყანას. დადგა ჟამი მუხთლობის გააფთრების და ადამიანის დამცრობისა.

ბედნიერი მომავლის რწმენით სამშობლოს ერთგულებით, თავდადებული შრომითა და ბრძოლით უაღრესად წარმატებული სამრეწველო-აგრარული საქართველო გაძარცვული, აოხრებული და დაკნინებული „მაოხარი გზირის“ ჯადოქრობით, დასავლეთის დინაებას აყოლილი უბედურებისაკენ მიექანებოდა. შევარდნაძემ ჭარბად მოამრავლა თაღლითი სოროსის შხამნაწოვი ასპიტები და ქვეყანა ყოველივე სასიკეთოს ჩაკეტვის პანდორას სკივრად აქცია.

ღალატის რეჟიმს ნიღაბი ჩამოხეოდა, ხალხი ბორგავდა და ამ უწმინდურობას წალეკვით ემუქრებოდა. საჭირო გახდა მისი ახლით ჩანაცვლება. ვარდების რევოლუციის მოწყობის ილეთით ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობად“ წოდებულ ბანდას გადააბარა, რაც მათ მხეცობის საშინელება ჩაიდინეს, ადამიანის სხეულში უხსენებელთა ჩამთეს სატანასაც არ მოაფიქრდებოდა. არასამთავროებად და პარტიებად წოდებული მე-5 კოლონა დამფინანსებელთა წინაშე ნატოში შესვლის მათხოვრობით თავს იწონებდა. ქვეყნის და ერის მაოხარ გარეწართა თავხედობით შეწუხებულ ქართველ ხალხს კი ერთგული მამულიშვილი სჭირდებოდა. გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და ნაციონალთა სიძულვილით აფორიაქებულმა ხალხმა შვებით ამოისუნთქა. ივანიშვილის მიერ შექმნილი „ქარულ ოცნებად“ წოდებულ პარტიასთან კოალიციას მიეტმასნა მე-5 კოლონაში დამფინანსებლის მაძიებელი აბიტურიენტ-პარტიათა ხროვა. ხალხის მხარდაჭერით გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ეს ნაგავი პარლამენტში შეიტანა. შედეგად, ნაციონალების აკრძალვისა და მისი დამნაშავე წევრების დაპატიმრების მაგიერ დასავლეთის ბრძანებით კოჰაბიტაციად წოდებული შერიგებით შეიცვალა. პარლამენტმა კი ლგპ-თა გაპაპაჯორების კანონი მიიღო.

ლორწოიანი პარაზიტი, პრეზიდენტი სააკაშვილი ვადის გასვლისთანავე საქართველოდან გაიპარა და სხვა დამნაშავე ნაციონალებთან ერთად ნეოფაშისტ უკრაინელ ბანდერელებთან ჩასათბურებულმა თავისი სამარცხვინო საქმიანობა გააგრძელა.

ავღანეთში დიდი სამხედრო კონტიგენტით ყველა ნატო-ელს რომ ვასწრებდით, მაინც ვერ დავიმსახურეთ ჩვენთვის არარსებული ღია კარებით ნატო-ში შესვლა. ამერიკელთა იქიდან სამარცხვინო გამოპარვით ამ სიცრუით გაბერილ სატყუარასაც საპნის ბუშტის ბედი ეწვია.

ლგბტ-თა ბილწი გარყვნილებით კაცობრიობის ასამყრალებად შემართულ ევრო-ამერიკულ თავხედობას რომ ეგონა, გოშიად მორჩილ საქართველოს ამ სიბინძურით ამყრალებულ უბედურებად აქცევდა, ამ დროს პრემიერი საჯაროდ აცხადებს, რომ ქართული ოჯახის საფუძველი ქალისა და მამაკაცის შეუღლებააო. ამით სასტიკად განაწყენებული დასავლეთის დასაშოშმინებლად მისი მოღვაწეობის წარმატებულად შეფასებული პრემიერი თავისი განცხადებით გადადგა.

„ქართულმა იცნებამ“ როგორც იყო, კოალიციუად აკიდებული პარაზიტი პარტიები შემოიბერტყა, არასამთავრობო ორგანიზაციების, „ნაციონალური მოძრაობის“, სხვა უამრავი პარტიების, სახალხო დამცველის, პრეზიდენტის და მეხუთე კოლონას მიტმასნებულ სამშობლოს გამყიდველთა ხროვაში ეს ნაგავი სიამოვნებით მიიღეს.

დასავლეთის მიერ მსუყედ დაფინანსებული ვერაგობა არჩევნებში გამარჯვებას წინასწარ ზეიმობდა და მუქარის ბალღამს აფრქვევდა. „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის მხარდაჭერით მაინც გაიმარჯვა. საქართველოს გადასარჩენად და სასიკეთოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აჰყვა.

ამით სასტიკად განაწყენებული ევროკავშირი კრაზნების ბუდესავით აიშალა. ისედაც უკმაყოფილონი არიან საქართველოს დამაქცევარი სააკაშვილის დამხობით. დემოკრატიულობის ნიღბიანი ძალადობრივი ჩარევით მისი პატიმრობა ტაკიმასხრობად აქციეს.

მეორედ გაპრემიერებული ღარიბაშვილი კი კვლავ აგრძელებდა საქართველოს დამოუკიდებლად მართვის მცდელობას. მისმა ვიზიტმა ჩინეთში დაგვანახა, როგორია ნამდვილად უანგარო და თანასწორი ურთიერთობა. მსოფლიოს უდიდეს და უძლიერეს ქვეყანაში პატარა საქართველოს პემიერის საზეიმო და ფრიად თბილმა მიღებამ ამდენი ევროატლანტიკური თავხედური ავყიობით დაჩაგრული ქართული მამულიშვილობის ამაყი სული გამოაფხიზლა. ყოველგვარი წინასწარი პრეტენზიული მოთხოვნის გარეშე ეს უძველესი კულტურის მდიდარი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორობას გვთავაზობდა.

სასწაული არ მომხდარა, ევროამერიკული დემოკრატია წყრებოდა. მოღვაწეობის წარმატებულად შეფასებული პემიერი თავისი განცხადებით მეორედაც გადადგა.

„ქართული ოცნება“ ფრთხილობს, რათა ურჩად არ ჩათვალონ და ევროკავშირში შესვლის მათხოვრობას ჯოჯოხეთში შეტყუებული მიამიტივით აგრძელებს, როდესაც მისი ძალა ხალხის მხარდაჭერაშია.

დღეს ყველა ეროვნულად მოაზროვნე ქართველმა იცის, ევროინტეგრაციის აკვიატებით როგორი უბედურება, დაკნინება, აბუჩად აგდება და დამცირება მოვიპოვეთ. გეი-გახრწნილობით ერის წალეკვის მსურველებთან ლაქუცი ხალხის მხარდაჭერასთან ვერ თავსდება; ორ სკამზე ჯდომის მცდელობა კი უსკამოდ დარჩენის ტოლფასია.

ევროპარლამენტის ნახევარზე მეტი დაკომპლექტებულია ავანტიურისტებით, მექრთამეებით, ჰომოსექსუალებით, ლესბოსელებით, რომლებმაც თავის ქვეყანაში სასიკეთოდ ვერაფერი იღვაწეს; ესენი ააყვავებენ საქართველოს?!

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყველა ეროვნული ხელისუფლების ძირითადი მოვალეობაა. ამისათვის რუსეთთან გაბუტვა კი არა, მასთან ურთიერთობის აღდგენაა საჭირო, რამეთუ ეს საქართველოს ჭეშმარიტად განვითარებისა და აყვავების გარანტიაა.

ერთმორწმუნე რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობას საუკუნეების განმავლობაში საერთო მტრების წინააღმდეგ ერთად დაღვრილი სისხლი ადუღაბებს და მას ვერავითარი ფობია ვერ შეარყევს.

საქართველოში ჩაბუდებული რუსოფობიად აყეფებული მე-5 კოლონისა და „ველიკორუსული“ შოვინიზმის მიერ საქართველოს დაჩეხვით დაკნინების მცდელობა მათი სამარცხვინო არსებობასავით გაქრება.

ლგბტ-დროშიანი საფრთხობელა ნატო და ევროკავშირი რუსეთის ყოველვარი ურთიერთობის აღდგენის მცდელობას ატერორებენ, რადგან რუსეთთან მეგობრობა საქართველოს აღორძინების და აყვავების გარანტიაა. მათ კი გაღატაკებული და მორჩილი საქართველო სჭირდებათ თავიანთი აგრესიული მიზნებისთვის შესაწირად.

ამჟამად დამოუკიდებლად წოდებული ხელისუფლების არაფრად ჩაგდებით და მე-5 კოლონის გაპარპაშებით თავიანთ დემოკრატიულობას სატანის რქებს არგებენ. სხვა რა უნდა ეწოდოს ამერიკის ელჩად წოდებული დედაკაცის წინამძღოლობით საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელბას.

როგორი დემოკრატიის ჩარჩოებში ჯდება და რომელი დამოუკიდებელი ქვეყანა დაუშვებს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების წარმომავლობის არცოდნას. რატომ შფოთავს დასავლეთი და მსოფლიო სპეკულიანტი თაღლითი სოროსის მიერ ტვინგამორეცხილ უმეცრებას საქართველოს დამოუკიდებლობის საზიანოდ, რუსულობადაბრალებულ ამ კანონის საზიანოდ აღრიალებს?!

რუსეთის მიერ შექმნილი უკრაინა მისი სხეულის ნაწილია. ახლა რა საშინელი ჯოჯოხეთის ცეცხლი ტრიალებს იქ. დასავლეთის მიერ მოწყობილი ავანტიურით მე-5 კოლონის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში დატრიალებული ჯოჯოხეთიც კი სანატრელი გაგვიხდებოდა.

ნატო უკრაინას მოსპობს, ევროპასაც შავ დღეს აყრის, თვითონ თუ არ მოისპო, საერთაშორისო ჟანდარმის კბილებს მაინც მოამტვრევენ.

ისე კი რა იმუნიტეტი იცავს პრეზიდენტად შემოტენილ არსებას, კანონიერი ხელისუფლების დასამხობად პარლამენტზე შემტევ მე-5 კოლონას ამარიკიდან ენერგიული მოქმედებებისკენ რომ მოუწოდებს. კონსტიტუციის დაცვაზე დაფიცებული კონსტიტუციას აბუჩად იგდებს და დასავლეთში თავის მფარველებთან როგორც მოეპრიანება, ისე დაბრძანდება. საქართველოს სხეულზე პარაზიტად შემომძვრალი ქართველი ერის მფარველი ღვთაების ეს საფრთხობელა მართლმსაჯულების კარებთან ჩასაფრებული ხალხის საძულველ დამნაშავეებს შეწყალებებს ჩუქნის. ხელისუფლების მიერ ქვეყნის სასიკეთო ყველა ღონისძიების გატარებას ყელში მოხვედრილი ფხასავით ეჩხირება.

ამ უსამშობლო უცხოეთის აგენტის ყეინობა რომ დამთავრდება, თუ არ დააპატიმრეს, ვირზე უკუღმა შემჯდარი უნდა დაუბრუნონ ნაპოლეონობამონატრებულ ქინქლა მაკრონს, ჯერაც რომ ვერ გაურკვევიათ, მასზე 24 წლით უფროსი მეორე ნახევარი, ბრიჯიტ მაკრონი ქალია, ნაკაცარია, თუ ორივე ერთად.

ამჟამად საქართველოში უცხოეთის მიერ განებივრებული ბოროტება კვლავ ბორგავს.

 

უფალს არ ვავიწყდებოდით,
როცა ძალიან გვიჭირდა,
ყოფნა-არყოფნის შავ დღეში
დახმარების ხელს გვიწვდიდა.
მამულიშვილნო, აღსდექით!
ხედავთ, უფალი არ გვტოვებს?!
ჩვენი დაგესვლა ვანანოთ
სოროსებსა და ნატოებს!

დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატი
მწერალი

გივი სომხიშვილი
20/04/2024წ.