სამართალი
სასტუმრო „ტიფლის პალასთან“ მოქალაქეთა ჯგუფმა აქცია გამართა

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. სასტუმრო „ტიფლის პალასთან“ მოქალაქეთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ სასტუმროში ტარდება კონფერენცია, რომელსაც რუსეთიდან ჩამოსული პირები ესწრებიან. პროტესტის მონაწილეებმა სასტუმროს კვერცხები ესროლეს.

იმ წუთებში, როცა საქართველოში გამოსული არიან სტუდენტები და აპროტესტებენ რუსულ კანონს, არავის აქვს მორალური უფლება, „ფეესბეს“ და „კაგებეს“ აგენტები თბილისის ცენტრში ისხდნენ და მშვიდობიანად ყავას სვამდნენ. არა რუსულ კანონს, არა რუსულ ხელისუფლებას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეების თქმით, სასტუმრო „ტიფლის პალასიდან“ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გააპროტესტებენ.