უცხოეთი
რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთი ევროკავშირს ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საფრანგეთი სთავაზობს ევროკავშირს, შემოიღოს ახალი სანქციები, რათა ებრძოლოს რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებისა და მსოფლიოში არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობას. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

სანქციები მოიცავს, მათ შორის, მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის. აღნიშნულ წინადადებას მხარს უჭერენ ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები და პოლონეთი.

„ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთთან დაკავშირებული აქტორების მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობები გაიზარდა მთელ ევროპაში, რადგან სხვადასხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტის მეშვეობით რუსეთმა მიიღო ზომები დემოკრატიის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შელახვის კუთხით.

ახალი სანქციები მიმართული იქნება მათკენ, ვინც ემუქრება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან მესამე ქვეყნების სტაბილურობას, უსაფრთხოებას ან სუვერენიტეტს არჩევნებში ჩარევის, კანონის უზენაესობის შელახვისა და ძალადობის აქტების ხელშეწყობის გზით.

1tv.ge