სამართალი
საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველოს შემოსავლების სამსახურს 13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან ერთად გამოაცხადა.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ მათი გულმოდგინე ძალისხმევისთვის.