რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოსა და ივანიშვილისთვის უცხოეთის ყველაზე მავნე აგენტები სახელისუფლებო სტრუქტურებში მოკალათებულან

   ჩაკეტილი წრე, როგორც ქართული პარადიგმა

   ყველაფერი, რაც დღეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ხდება, ურთიერთდაკავშირებულია ერთი ლაიტმოტივით, რომელსაც უცხოეთის აგენტები ჰქვია. საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საინფორმაციო-ანალიტიკური ცნობის შედგენის ტრიგერად იქცა ჩემი ძველი მეგობრის სადღეგრძელო - ქართული სტუმართმოყვარეობა მან ახსნა ტრადიციებით, რომლებსაც ჩვენთან პატივს სცემენ და რომლებიც სტუმრებს სულიერ სიმყუდროვეს უქმნის. მშობლები, შვილები, ოჯახი - თამადას არავინ გამორჩენია, არაფერი დავიწყებია, წრე შეიკრა!” - სადღეგრძელო ამ საკრალური სიტყვებით დაასრულა.

   არადა, "ჩაკეტილი წრე" ნიშნავს არა მხოლოდ დახურულ სივრცეს, არამედ ცხოვრებისეულ პარადიგმას კავკასიელებისთვის, ქართველებისთვის, საუკუნეობით გამოცდილ და წინაპრების მიერ ნაანდერძევი საბაზო საზოგადოებრივი ფასეულობებისა და სოციალური ნორმების ჰარმონიულ სისტემას. ყველაფერი მიედინება, ყველაფერი იცვლება, გარდა უფლის მიერ შექმნილი გონიერი ადამიანისა (HOMO SAPIENS), მისი სულისა და ემოციებისა, ამიტომაც ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის ალგორითმიც უცვლელი, ტრადიციული რჩება და დიდწილად დაკავშირებულია მისი წარმოშობის ადგილთან.

   თუმცა გლობალიზებული ადამიანისთვის (HOMO GLOBALIZED), რომელმაც თავის ბუნებრივ გარემოსთან კავშირი გაწყვიტა, ცნებებს „სამშობლო“, „ერი“, „მშობლიური ენა“, „მამული“ „სარწმუნოება“, „ტრადიციები“, „ისტორია“ და "კულტურა" მნიშვნელობა არ აქვს. გლობილიზებული ადამიანი (რომლადაც, უცხოეთის აგენტების თქმით, დღეს ყველა ქართველი უნდა იქცეს, რათა სწრაფად აზიაროს ევროპულ ცივილიზაციას და საქართველო ევროკავშირსა და ნატოში მიიღონ!) წარმოდგენს სოციალური ცხოველის უნივერსალურ სტერილურ მოდელს, რომელიც მუდამ ხელმძღვანელობს მხოლოდ ინსტინქტებით და რომლისთვისაც თვითნებობა ქცევის ნორმას წარმოადგენს.

   შემდგარი პიროვნების გლობალიზებულ ადამიანად გადასაქცევად საჭიროა გაირღვ წრე - მისი საბაზო ცხოვრებისეული ფასეულობების პარადიგმა, გაინგრეს "სურამის ციხის" კედელი, რომელიც იცავს ქართველის შინაგან ჰარმონიულ სამყაროს გარე შემოტევებისგან. ამით არიან დაკავებული უცხოეთის აგენტები, მაგრამ თურმე ეს პოლიშინელის საიდუმლოდ უნდა დარჩეს, ამიტომაც აპროტესტებენ რუსთაველზე მათ ლუსტრაციას - რეგისტრაციას! უცხოეთის აგენტების პარტია იდეოლოგიური დივერსანტების ბევრად უფრო საშიში ექსტრემისტული ფორმირებაა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის რადიკალურ-ოპოზიციური ექს-მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამჟამინდელი სახელისუფლებპარტია - ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება" - ბოლომდე იმედოვნებდა, რომ დასავლეთი რუსთაველის სამშობლოსთვის გამონაკლისგააკეთებდა და ზოგიერთი საბაზო გლობალისტური "დემოკრატიულევროატლანტიკური ღირებულებები", მაგალითად - ერთსქესიანთა ქორწინება, ლგბტ პროპაგანდა, სქესის თავისუფალი არჩევა/შეცვლა დაწყებული სკოლის უმცროსი კლასებიდან და სხვ. – საქართველოსთვის სავალდებულოარ იქნებოდ. ამავდროულად, მიჩუმათებული იყო, რომ კანდიდატი ქვეყნებისა და დასავლეთის ქვეყნებისთვის სტანდარტები და ღირებულებები განსხვავდება ერთმანეთისგან ისევე, როგორც მონა და ბატონი! და აი გასულ კვირას, ქართულმა ლგბტ-თემმა თბილისი პრაიდმა“ და კიდევ 124 სხვა ორგანიზაციამ განცხადება გააკეთეს - რომ ისინი აჩერებენ ყოველგვარ თანამშრომლობას ხელისუფლებასთან, სანამ ის არ ჩააგდებს რუსულ კანონს“, როგორც ისინი უწოდებენ კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც უკვე მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით. განცხადება, რომელსაც 125 ორგანიზაცია აწერს ხელს, თავისთავად უკვე წარმოადგენს საქართველოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი წამყვანი ორგანიზაციების ფართო ლუსტრაციას და, შესაბამისად, იმსახურებს ცალკე კვლევას - ისევე, როგორც ხელისუფლებასთან მათი თანამშრომლობის ფორმებისა, რომელსაც დღეს ისინი "აჩერებენ".

მაგრამ რა ვუყოთ ცალკეულ უცხოეთის აგენტებს, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის დროიდან სახელმწიფო სტრუქტურებში ჩანერგილებს, რომლებიც დღემდე მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებენ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და საქართველოს სხვა სახელისუფლებშტოებში? ისინი არ ექვემდებარებიან კანონპროექტს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იქნებიან ლუსტრირებულნი და გააგრძელებენ თავის ძირგამომთხრელ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, როგორც მინიმუმი, უცოდველი სახით გადასცემენ დასავლელ დამკვეთებს სამსახურებრივი მდგომარეობით მათთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას - აქაოდა, რა არის ამაში ცუდი, ესენი ხომ რუსები კი არა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან?! კადრების - უცხოური აგენტებისგან თვითწმენდის პროცესი არანაკლებგამოწვევაა ქართული ოცნებისხელისუფლებისთვის, ვიდრე კანონების მიღება უცხოეთიდან 20 პროცენტითდა მეტი დაფინანსებული ორგანიზაციების რეგისტრაციისა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისუპირატესობების“ პროპაგანდის შესახებ.

   (საქართველოს ხელისუფლებაში უცხოეთის აგენტები წარმოადგენენ „პოლიშინელის საიდუმლოს“, ანუ ყველამ იცის, რომ ესენი არიან უცხოურ ორგანიზაციებსა და დასავლურ დიპკორპუსთან კომუნიკაციის მქონე ჩინოვნიკები, უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატი და მათი მომსახურე საზოგადოებრივი აქტივისტები, ტელეწამყვანები და სხვ,, რომლებიც დასავლეთის წინაშე რუსოფობიური გამოხდომებით 12 წელი იწერდა ქულებს, ხოლო დღეს ნარნარად იცვლის ორიენტაციას და მესიჯებს. სე რომ, საქართველოსთვის, „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მავნე უცხოეთის აგენტები ოკალათებულან სახელისუფლებო სტრუქტურებში.)

აი ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომლის გამოც აზერბაიჯანი საქართველოსთვის მიბაძვის ღირსი ქვეყანაა, რადგან უცხოეთის აგენტების პრობლემა, პრეზიდენტი ილჰამ ალიევის წყალობით, იქ დიდი ხნის წინ შეუქცევადად მოგვარდა - მათი საქმიანობა აკრძალულია. რაც, სამწუხაროდ, არ ვრცელდება საქართველოში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე,რომლებიც, ძირითადად, დაკომპლექტებულია აზერბაიჯანელებით (ხელმძღვანელი - უცხოეთის მამალი აგენტი და დედალი რეზიდენტი ბექა მინდიაშვილი), რომლებიც ამჟამინდელი ხელისუფლებისა და „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამოდიან და სოლიდური უცხოური გრანტების მუდმივი მიმღებები არიან.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც აზერბაიჯანი და მისი პრეზიდენტი საქართველოსთვის მაგალითია, არის ის, თუ როგორ აღადგინეს 30 წელზე მეტი ხნის წინ დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის ფედერაციასთან სტაბილური სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებით, მათ შორის ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტების ხარჯზე, აზერბაიჯანმა აცადა, სანამ უცხოელი აგენტები არ დაასუსტებდნენ სომხეთს, შეიტანდნენ საბოლოო განხეთქილებას სომეხ საზოგადოებაში, რაც მოახდენდა სომხეთის შეიარაღებული ძალების დემორალიზებას, სანამ უცხოეთის აგენტები გაიყვანდნენ თავიანთს კანდიდატებს სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობზე - დანიშნავდნენ პრემიერ-მინისტრად და პრეზიდენტად, სომხეთის ჩამოსაშორებლად რუსეთისგან და მისი გეზის შესაცვლელად დასავლეთისკენ. აზერბაიჯანმა აცალა, სანამ ოფიციალური ერევანი არ გამოიწვევდა რუსეთის უკმაყოფილებას თავისი ქმედებებით და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელა ელვისებური სამხედრო ოპერაცია სუვერენიტეტის - ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღსადგენად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

საქართველოს, რომელსაც აქვს ისეთი შესანიშნავი წინაპირობები რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისთვის, როგორიცაა მზარდი საქონელბრუნვა, ავია და უვიზო მიმოსვლა, შეუძლია, როგორც გამოიყენოს მოსკოვის კანონიერი გაღიზიანება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უმადურრუსოფობი სეპარატისტების ცნობილი ქმედებებით, რის შემდეგაც სამხედრო ოპერაციააღარ იქნება საჭირო. ძალიან ბევრი აფხაზი და ოსი, ისინი, ვისაც ქართველებთან ძმობა ახსოვს, შერეული ოჯახები ჰყავს და, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ოცნებობენ საქართველოში დაბრუნებაზე, რომელიც დღეს, დასავლეთის საპირწონედ, იღებს კანონებს, რომლებიც იცავს ჩვენს საერთო კავკასიურ ღირებულებებ! მხოლოდ ამ გზით შეძლებს საქართველო შეკრას წრე - აღადგინოს უალტერნატივო ევროატლანტიკური ორიენტაციის წლებში დარღვეული თავისი ტერიტორიული და მენტალური მთლიანობა!

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 28 აპრილი
საქართველო, თბილისი