აქტუალური
ედუარდ შევარდნაძე: „პატრიარქს უნდა გავუფრთხილდეთ, ის კიდევ ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის“

shevaროგორც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, „ერთმა კაცმა – პატრიარქმა, მთელი საქართველო ღმერთისკენ შემოაბრუნა და ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ მისთვის“.

„მე ყველაფერში მას ვამართლებ. ჩვენს პატრიარქს უნდა გავუფრთხილდეთ, ის კიდევ ბევრს გააკეთებს საქართველოს სასიკეთოდ“, – აღნიშნა შევარდნაძემ.

ამასთან, მან „დედაენის“ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადების შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი.

 

საქინფორმი