რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სამი ტყვია საქართველოს ერთგულებისთვის

   როგორც 14 მაისს შეიქნა ცნობილი, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 2 ქვეყნის - უნგრეთისა და სლოვაკეთი პრემიერ-მინისტრები ვიქტორ ორბან და რობერტ ფიცო - ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მიერ უცხოეთის აგენტების - ენჯეოებისა და მედიის შესახებ კანონის მიღების გამო, სანქციების შემოღების შესაძლო გადაწყვეტილების დაბლოკვას აპირებენ.

ამ გაბედული ნაბიჯისთვის ანგარიშსწორებამ არ დააყოვნა - მეორე დღეს, 15 მაისს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფი დაჭრეს და მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. დემონსტრატიული თავდასხმა მოხდა მთავრობის სხდომის შემდეგ, უამრავი ხალხლისთვალწინ. საქართველოს ერთგულებისთვის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა სამი ტყვია მიიღო - მკერდში, მუცელში და ხელში. „რობო, მოდი აქ!“ - შესძახა მსროლელმა, 71 წლის იური ცატულამ - დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.

   ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის, საჯარო მკვლელობას, რომელსაც 2016 წელს გამოფენის გახსნაზე 22 წლის თურქმა პოლიციელმა მევლუთ ალტინტაშმა თითქოსდა პოლიტიკური მოტივებით ესროლა.

   ქილერი ჭკვიანურად შეირჩა - იური ცატულა მწერალთა კავშირის წევრია, გამოსცა თავისი ლექსების წიგნი, დააარსა ლიტერატურული კლუბი „ცისარტყელა“, და პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ესროლა თითქოსდა იმიტომ, რომ სლოვაკეთის მთავრობა „ზღუდავს მედიის თავისუფლებას“ (უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვრცელდება).

   იმის გამო, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა შეძლეს ევროკავშირისთვის ხელის შეშლა საქართველოს სანქციებით დასჯასა და მისი მთავრობის დამხობაში, NGO-ების ძალებით „რევოლუციის“ მოწყობით, საქართველო თავს აღწევდა კოლექტიური დასავლეთის მონურ მორჩილებას. „Cui prodest” - ამიტომ სლოვაკეთის პრემიერის ლიკვიდაციის დამკვეთები მათ შორის არიან საძებარი, ვისთვისაც ეს ხელსაყრელია. კვალი აუცილებლად „ომის გლობალურ პარტიასთან“ მიგვიყვანს.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 15 მაისი,
საქართველო, თბილისი