რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ჩემი რჩევები რომ ყურად ეღო...

   შეიძლებოდა თუ არა დღევანდელი კრიზისის თავიდან აცილება? შეიძლებოდა, „ქართულ ოცნება“ ცოტათი მაინც რომ ყურად ეღო ჩემი რჩევები 2012 წლიდან დღემდე, დღეს საქართველო იქნებოდა აზერბაიჯანივით ერთიანი, სტაბილური და აყვავებული ქვეყანა. დღესაც არ არის გვიან, თუმცა 12 წელი სამუდამოდ დაკარგულია...

   სამწუხაროდ, ზოგიერთი მაღალჩინოსნის ამოცანა იყო ბიძინა ივანიშვილის იზოლირება კონკრეტული პასუხისმგებლიანი პიროვნებისგან, რომლებსაც ნამდვილად აქვთ პოტენციალი საქმის რეალურად წინ წაწევის, სარგებლობენ ნდობითა და პატივისცემით. თუმცა, კომუნიკაციებზე პასუხისმგებელ მაღალჩინოსნებს მედიის დაბლოკვა არ შეეძლოთ (საქართველოში სიტყვის და მედიის თავისუფლება) და ჩემს პუბლიკაციებში 2012 წლიდან მიყოლებული ვაფრთხილებ, რომ საქართველოს ანგლოსექსი და ევროპელი „მეგობრები“ ჩვენი დაუძნებელი მტრები არიან. მაგრამ ნაცების მიერ პროვოცირებული „ქართული ოცნება“, თავისი მისამართით რუსეთუმეობაში ცრუ ბრალდებების გასაკაწრებლად, ეჯიბრებოდა რადიკალურ ოპოზიციას ერთგულებაში დასავლეთის მიმართ, თუ ვინ უფრო მწარედ ჩააზელდა წიხლს „რუს ოკუპანტებს“.

   „ქართულმა ოცნებამ“ არ გაასამართლა სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოსახლეობის გენოციდისთვის, არ გააუქმა „პატრიოტთა აქტი“ და კანონი ოკუპაციის შესახებ“, არ დახურა „ოკუპაციის მუზეუმი“ და არ დააბრუნა სტალინის ქანდაკება გორში კვარცხლბეკზე.

სამაგიეროდ, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა მის შვილებს, რუსეთს რომ მიაშურეს სააკაშვილისგან თავის გადასარჩენად, ვინაიდან მათ რუსეთში საცხოვრებლად საჭირო რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქართველ ჯარისკაცებს აგზავნიდა ავღანეთში, ატარებდა ნატოს წვრთნებს და კონსტიტუციაში საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკური ორიენტაციის შესახებ დეფინიცია შეიტანა.

   „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სხვებისთვის გათხრილ ორმოში თავად ჩავარდა - დღეს რუსთაველის გამზირზე და ტელევიზიით მას „არა რუსეთის ხელისუფლება!“ უყვირიან. თუმცა „ქართული ოცნება“ ახლაც კი აგრძელებს „ქადაგებას“ მის მიერვე გამოგონილ ევროპასა და აშშ-ზე - „დემოკრატიისა და თანასწორობის სამოთხეზე“, რომელიც მარტო მეოცნებეთა წარმოსახვაში არსებობს. სინამდვილეში კი ევროპამ და აშშ-მ მსოფლიოს აჩუქეს ფაშიზმი და ინკვიზიცია, რასიზმი და კოლონიალიზმი, ათობით გენდერი და ევთანაზია, გილიოტინა და ელექტროსკამი, რაც მშვენივრად იციან საშუალო IQ-ის მქონეებმა კი.

   ნამდვილი ევროპა და აშშ უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში - საქართველოს ხელისუფლებას ბრძანებენ, გააუქმოს კანონი უცხოეთის, ანუ - მათი, დასავლელი აგენტების შესახებ. „ქართულმა ოცნებამ“ გამოფხიზლება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მ და ევროკავშირმა განაცხადეს: „საქართველო - „ქართული ოცნების“ გარეშე!“.

   და ბოლოს: დღეს, როცა უცხოეთის აგენტებმა საქართველოში ნაცისტური ანტირუსული დომხალი მოაწყვეს, სად არიან სხვადასხვა ორგანიზაციები და ცნობადი სახეები, რომლებიც სხვა დროს საკუთარ თავს რუსეთიы მეგობრებად ასაღებენ?! არა, მათ არა მხოლოდ ეშინიათ, არამედ მხარს არ უჭერენ ხელისუფლებას იმიტომ, რომ თავად რთ იქცნენ ხელისუფლება და საუბრონ მოსკოვს, სხვა ვარიანტი არ აწყობთ! ზუსტად ამ მარგინალებმა, კარიერისტებმა და პოპულისტებმა რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების იდეის დისკრედიტაცია მოახდინეს.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 19 მაისი
საქართველო, თბილისი