პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის; საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ჩვენი ფიქრები ახლა ირანელ ხალხთანაა“, - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.