აქტუალური
ირაკლი კობახიძე: ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 3 მლნ ლარამდე გაიზრდება

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრემია გაიზრდება 3 მლნ ლარამდე.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მლნ ლარამდე, 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.