უცხოეთი
ჰააგის სასამართლოს პროკურორი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. სისხლის სამართლის სასამართლოს საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანიმ ომის დანაშაულებისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და „ჰამასის“ ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა.

კარიმ ხანის განცხადებით, არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნულ პირებს, სულ მცირე 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

„ჩემი ოფისის მიერ შეგროვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მაქვს გონივრული საფუძველი ვიფიქრო, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ღაზას სექტორში), სულ მცირე 2023 წლის 8 ოქტომბრიდან, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო“, - განაცხადა კარიმ ხანმა.

მისივე განმარტებით, ასევე აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის" ხელმძღვანელს, იაჰია სინვარის, ალ-ყასამის ბრიგადების მთავარსარდალსა და „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელს ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ღაზას სექტორში) სამხედრო დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების ჩადენაზე, სულ მცირე, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან.

interpressnews.ge