პოლიტიკა
ხიდირბეგიშვილის ვერსია: ტერაქტები აშშ-ს მიერ იყო ორგანიზებული, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სლოვაკეთის პრემიერი გადარჩა, ირანის პრეზიდენტი - ვერა

    ფაქტების ერთობლიობაზე დაფუძნებული ანალიზი და ინფორმაციის ნაკლებობა, რომელიც კომპენსირდება გამოცდილი პროფესიონალების ინტუიციით, ხშირად აღმოჩნდება უფრო დიდი სიმართლე, ვიდრე არსებული ოფიციალური მოცემულობა, რადგან მომავალში მართლდება და ერთადერთ სიმართლედ იქცევა.

   15 მაისს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიზე თავდასხმის შემდეგ, წამოვაყენე ვერსია, რომ ეს დიდი ალბთობით CIA-ს ან MI6-ის მიერ ორგანიზებული ტერაქტი იყო. თავად განსაჯეთ:

- სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო, ისევე, როგორც უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, ორი ქვეყანა და ორი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის 28 ქვეყნიდან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციას და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს;

- სლოვაკეთის პრემიერი ფიცო, ისევე როგორც უნგრეთის პრემიერი ორბანი, ორი ქვეყანა და ორი პრემიერი ევროკავშირის 28 ქვეყნიდან, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“;

- 14 მაისს, პრემიერ-მინისტრ ფიცოზე თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ის და პრემიერი ორბანი აპირებდნენ დაებლოკათ გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, ამ უკანასკნელის მიერ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღების გამო. ანუ პრემიერ-მინისტრები ფიცო და ორბანი აპირებდნენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდ ბრიტანეთისთვის ჩამოერთმიათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რაც ემუქრება საქართველოს გამოსვლას მათი გავლენიდან;

- შემსრულებელი - პოეტი, რომელმაც რამდენიმე წიგნი გამოსცა, სლოვაკეთის მწერალთა კავშირის წევრი და ლიტერატურული კლუბის დამფუძნებელი, დაცვის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც იარაღის ტარების უფლება ჰქონდა - საღ ჭკუაზე იყო და არ ესროდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს იმის გამო, რომ არ ეთანხმებოდა მის თითქოსდა ზედმეტად მკაცრ დამოკიდებულებას „თავისუფალი“ მედიის - უცხოეთის აგენტების მიმართ. მაშასადამე, მან შეასრულა მათი დავალება, ვისთვისაც ხელსაყრელი იყო ფიცოს ლიკვიდაცია, რადგანაც ის და ორბანი... (წაიკითხეთ ზემოთ).

   სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ, სამი დღის ინტერვალით, 19 მაისს, ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის მეთაური მალიქ რაჰმათი, თავრიზის იმამი აიათოლა მოჰამად ალი ალ-ჰაშემი, პრეზიდენტის უსაფრთხოების ქვეგანაყოფის მეთაური, სარდარი სეიედ მეჰდი მუსავი, რამდენიმე მცველი და ეკიპაჟის წევრი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის მთიან ირანულ პროვინციაში, აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა, ირანის დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ შინ დაბრუმებისას. ტერაქტის შესახებ მოსაზრებას ბადებს შემდეგი გარემოებები:

- როგორ დაბრუნდა მშვიდობიანად ორი დანარჩენი თანმხლები ვერტმფრენი დანიშნულების ადგილზე? რატომ ვერ შეუშალა მათ ხელი მაგარმა ნისლმა, რომლის გამოც, თითქოსდა, პრეზიდენტი რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა? ნუთუ საპრეზიდენტო და კორტეჟის შვეულმფრენების (რომელშიც კიდევ ორი ​​ირანელი მინისტრი - ენერგეტიკის მინისტრი ალი აქბარ მეჰრაბიანი და გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრი მეჰრდადა ბაზარფაში იმყოფებოდნენ) პილოტებს შორის კავშირი არ იყო? როგორ შეიძლება, საპრეზიდენტო ავიპარკის შვეულმფრენები არ იყოს აღჭურვილი ცუდ ხილვადობის პირობებში ფრენისთვის სპეციალური აღჭურვილობითა და მოწყობილობებით ავარიის შემთხვევაში?

- რატომ გაფრინდა პრეზიდენტი რაისი ძველი, 1968 წელს ან ცოტა მოგვიანებით გამოშვებული ამერიკული Bell 212 შვეულმფრენით, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, მთელი ამ წლების განმავლობაში არ მომსახურებია მწარმოებელი ქვეყანა, ირანის მტერი - აშშ? ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო ავიაპარკში რამდენიმე თანამედროვე რუსული MI-171 ვერტმფრენია? რატომ გაავრცელეს უკრაინულმა და დასავლურმა მედიამ მაშინვე ყალბი ინფორმაცია და ძველი ფოტოები, რომლებიც თითქოსდა ადასტურებდნენ, რომ ირანის პრეზიდენტი დაფრინავდა რუსული MI-171-ით?

- ირანი და აზერბაიჯანი რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მოკავშირეები და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან. აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ბოლო დროს აქტიურად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ მთავრობას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გამო, რომელთანაც უვიზო რეჟიმი შემოიღო, ასევე ირანთან, თურქეთსა და აზერბაიჯანთან, იმის ნაცვლად, რომ უფრო მჭიდროდ ინტეგრირებულიყო ევროკავშირში;

- ირანი აშშ-ის მტერია, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ირჩევს ხელსაყრელ მომენტს ირანისთვის გამანადგურებელი დარტყმის მისაყენებლად;

- ვისთვის, თუ არა აშშ-თვის, ხელსაყრელია, რომ, ეჭვი ისრაელზე და/ან აზერბაიჯანზე იქნეს მიტანილი? და რა პრობლემაა აშშ-თვის ძველი ამერიკული წარმოების ვერტმფრენის ჩამოგდება ან თანამგზავრის მეშვეობით მისი ელექტრონიკის გამორთვა, როცა CIA და პენტაგონი უფრო სერიოზულ ოპერაციებსაც ახორციელებენ, მაგალითად, აფეთქებენ „ჩრდილოეთის ნაკადს“?

   საეჭვო გარემოებათა ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ზემოაღნიშნულიც საკმარისია ტერაქტების და არა პრემიერ ფისოს შემთხვევაში - შეშლილი ფანატიკოსის და პრეზიდენტ რაისის შემთხვევაში - ტრაგიკული უბედური შემთხვევის შესახებ ვერსიის ჩამოსაყალიბებლად.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 20 მაისი
საქართველო, თბილისი