აქტუალური
აქცია „მეც დევნილი ვარ“ 29 ივლისს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართება

mec_devniliაღნიშნული აქცია გუშინ პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებმა დააანონსეს. აქციაში დევნილებთან ერთად ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსების ნაწილიც მონაწილეობდნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები – „წინააღმდეგობის მოძრაობისა“ და „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლები – აცხადებენ, „დროა, დევნილთა მხარდამჭერ აქციას ყველა დევნილი შეუერთდეს, რადგან ის პრობლემა, რაც უკვე გამოსახლებულ დევნილებს შეექმნათ, მათთანაც მივა“.

კონსერვატორ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით კი, „უკვე შემდგარი ფაქტის გაპროტესტებას დროული პრევენცია სჯობს“.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციით ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. ორგანიზატორებმა მათ დედაქალაქში მიმდინარე დევნილთა გამოსახლების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

საქინფორმი