რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ქართული ოცნება“ საინფორმაციო ომს აგებს

   „კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ ხელმოწერილია და ძალაში შევიდა, რა მოხდება შემდეგ? დაწყნარდება თუ არა ვითარება საქართველოში და ვისი პოზიციაა უფრო ძლიერი - ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის, რომელსაც მხარს უჭერს კოლექტიური დასავლეთი?“ - ვკითხეთ საქინფორმის მთავარ რედაქტორს, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს, არნო ხიდირბეგიშვილს.

არნო ხიდირბეგიშვილი: „ამ ეტაპზე ხელისუფლებამ გაიმარჯვა, მაგრამ ყველაფერი ახლა იწყება. როგორც კი დასავლეთი მყარ წინააღმდეგობას წააწყდება, ის ჩვეულებრივ უკან იხევს, რათა გადაჯგუფდეს და შეცვალოს ტაქტიკა. ვფიქრობ, არჩევნები ევროკავშირსა და აშშ-ში საქართველოს დროებით უკანა პლანზე გადაანაცვლებს. საფრანგეთი დუღს, შეერთებული შტატები სასაცილოდ იქცა, რაკიღა ტრამპის, ერთადერთი რეალური საპრეზიდენტო კანდიდატის გისოსებს მიღმა გამომწყვდევას ცდილობს, ნუთუ საქართველოსთვის ეცხელებათ?! ამ პერიოდის საერთო ხელმძღვანელობა მათ უკვე მიანდეს საფრანგეთის აგენტს ზურაბიშვილს.

შემდეგ კი, როგორც თქვენ იკითხეთ, საქართველოში ყველაფერი კანონიერად მოხდება: ხელისუფლება 2 თვეში შევსებულ დეკლარაციას მოითხოვს, უცხოელი აგენტები კი უკვე დღეს აცხადებენ, რომ არაფრის შევსებას არ აპირებენ და აგროვებენ ფულს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადასახდელად, მაშასადამე, მათ ირიბად აღიარეს მიღებული კანონი.

არჩევნებამდე ვითარება კვლავაც რყევას განაგრძობს, ახლა ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან და ლონდონიდან ახალი ფლეშმობების სცენარებს ელიან. არჩევნებამდე ხელისუფლება მოსკოვთან კონტაქტს არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეა. რაც შეეხება იმას, თუ ვისი პოზიცია უფრო ძლიერია, ხელისუფლებისა თუ უცხოეთის აგენტების, ოპოზიციისა და კოლექტიური დასავლეთის, უკვე ნათქვამს დავამატებ, რომ ხელისუფლების „აქილევსის ქუსლი“ არის საინფორმაციო პოლიტიკა და საზოგადოებასთან ურთიერთობა (Public Relations, PR), როგორც მისი განუყოფელი ნაწილი. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, როგორც მათ ტრენინგებზე ასწავლეს ინსტრუქტორებმა ევროპასა და აშშ-დან, აირჩიეს ორიოდე უბრალო სლოგანი - "არა რუსულ კანონს!", "რუსეთის მონები!" - და უკვე 2 თვეა 24 საათის განმავლობაში ხალხს ტვინს ულაყებენ. ხოლო ობივატელს რომ ჰკითხო, რას პასუხობს ხელისუფლება, რას უპირისპირებს ამას, ვერავინ გაიხსენებს. არაპროფესიონალები საინფორმაციო პოლიტიკასა და პიარში, ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრი სხვადასხვა არგუმენტს იშველიებენ და თავს იმართლებენ. ერთიცა და მეორეც დიდი შეცდომაა. მასა ვერ იმახსოვრებს სხვადასხვა არგუმენტს, რაც არ უნდა ჭკვიანური და სამართლიანი იყოს, თავს კი მხოლოდ დამნაშავეები იმართლებენ.

მეორეც, საქართველოს მოქალაქეებს არ აინტერესებთ, რამდენად უფრო ლიბერალურია ქართული კანონი, ვიდრე ამერიკული FARA, ფრანგული, რუსული და სხვა უცხოური ანალოგები. ამის გამუდმებით ხაზგასმა დიდი შეცდომაა, თანაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანონი საერთოდ წაეკითხათ, მით უმეტეს - უცხოური ანალოგები შესადარებლად. მოქალაქეები კითხულობენ: თუ ეს კანონი განსაკუთრებულს არაფერს იძლევა, რატომ იყო საჭირო ახლა ასეთი აყალმაყალი აწევა? დაუშვათ, უცხოეთის აგენტებმა დეკლარაციები შეავსეს, და მერე რა?! ქართული კანონი უცხოურ გრანტებს ხომ მაინც არ კრძალავს!

მესამეც, მოქალაქეები ამჩნევენ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან პირადი სანქციებით დამუქრების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ცნობილი სპიკერები, რომლებიც ტელეეკრანებიდან გამუდმებით განიხილავდნენ ხელისუფლების დღის წესრიგს და პოზიციას, რომელთა უაპელაციო კომენტარები ბიძინა ივანიშვილის პირად აზრად მიიჩნეოდა (რაც სიმართლეს არ შეესაბამება), მოულოდნელად გაქრნენ ტელეეკრანებიდანაც და საჯარო სივრციდანაც. ეს მიუთითებს მმართველ გუნდში მონოლითურობის არარსებობაზე. საბედნიეროდ, მათ ნაცვლად პირველ პლანზე გამოვიდნენ გუნდის თავდადებული წევრები, რომლებიც პირველების გამო ყოველთვის ჩრდილში იყვნენ. დიახ, „ქართული ოცნების“ „ცნობილი სახეები“ - მმართველი პარტიის „ბაგეები“ 2012 წლიდან - დღეს შიშობენ საკუთარი მომავლისა და ოჯახის წევრების მომავლის გამო, რადგან ბევრი რამ აკავშირებთ აშშ-სთან (ფრჩხილებს არ გავხსნი, ვფიქრობ, ისედაც გასაგებია...). ანგარებიანმა და გამოცდილმა კონფორმისტებმა დღეს პრაქტიკულად უღალატეს ბიძინა ივანიშვილს, რადგან სარგებლობდნენ მისი ნდობით. კიდევ უფრო უარესია, რომ მათ უღალატეს სამშობლოს - საქართველოს, თუმცა ამით ინტრიგანებს პირადად ჩემთვის იმედი არ გაუცრუებიათ - ყოველთვის ვიცოდი მათი ჭეშმარიტი სახის შესახებ.

შემდეგი გარემოება, რის გამოც „ქართული ოცნება“ აგებს საინფორმაციო ომს ოპოზიციასთან, არის ის ფაქტი, რომ საქართველოში თითქმის ყველა მედია ოპოზიციის მხარესაა, ყველა მთავარი ტელეკომპანია და საინფორმაციო სააგენტო თავად არის ცნობილი და დიდი ხნის უცხოეთის აგენტები. „ქართულ ოცნებას“ კი მხოლოდ „ერთ-ნახევარი“ უცნაური ტელეკომპანია ჰყავს... კიდევ ერთი სტრატეგიული შეცდომა: „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო საერთაშორისო დავა და „დაუბრუნა“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უსახო კიბორგს, ამიტომ დღეს ის აგრძელებს ძველ სარედაქციო პოლიტიკას, ანუ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პოლიტიკას.

უცნაურია იმის ყურება, თუ როგორ საუბრობს „ქართული ოცნება“ კანონიერებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მაგრამ ამავდროულად არ უთიშავს ეთერს ტელეკომპანიებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აქეზებენ საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილებისკენ, აღვივებენ სიძულვილსა და შუღლს საზოგადოებაში, აჩვენებენ უმრავლესობის 84 დეპუტატის ფოტოებს, რომლებმაც ხმა მისცეს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს, მათ შორის ქალებისას, უწოდებენ მათ რუსეთის მონებს და მოუწოდებენ, მოექცნენ მათ ისე, როგორც სამშობლოს მოღალატეები იმსახურებენ! შედეგად, მათ ტელეფონით ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ ქუჩაში და თუ რომელიმე ამ პარლამენტარს რაიმე უბედურება ეწევა, ამას საკუთარ პარტიას და არა პოლიციას უნდა „უმადლოდეს’!

   „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ომბუდსმენად დანიშნა ნაძირალა ორწევრიანი „ოპოზიციური პარტიიდან“, რადგან ეგონა, რომ ამით მოათვინიერებდა, მაგრამ, როგორც ქართული ხალხური სიბრძნე ამბობს, „ღორი ქაქის ჭამას არ შეწყვეტს“ - დღეს საქართველოს სახალხო დამცველი იცავს მის მსგავს უცხოეთის აგენტებს და ეწინააღმდეგება მის დამნიშნავ ხელისუფლებას. ასე დასრულდა ხელისუფლების მორიგი „დემოკრატიულობანას“ თამაში.

„ქართული ოცნება“ უფრთხის რუსეთს, ამიტომ არ აცხადებს, რომ სააკაშვილმა ათასობით ადამიანი შერაცხა რუსეთის აგენტად საქართველოში და ჯოხებს ტენიდა ანალურ ხვრელში, რის შემდეგაც მათ „აღიარეს“ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა და ცილი დასწამეს უდანაშაულო ადამიანებს, რომლებზეც ჯალათებმა მიუთითეს! ხოლო როცა სააკაშვილის "ნაცები" გაჰყვირიან, რომ მათ ცენტრალურ ოფისში ჯოხებით ჩაამტვრიეს მინები, "ქართული ოცნება" არ პასუხობს, რომ მათი პარტია და პრეზიდენტი ასეთ ჯოხებს ხალხს უკანალში უყრიდნენ! ის გმირები, რომლებმაც არ აღიარეს ის, რაც არ მომხდარა, ანუ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა, მაგალითად, პოლკოვნიკი თეთრაძე, დაიღუპნენ არაადამიანური წამებით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში არცერთ ქუჩას არ დაარქვა თეთრაძის სახელი, არ უკვდავყო მისი ხსოვნა ახალგაზრდებისთვის მაგალითის მისაცემად. ამიტომაც მიიღო „ჯანზი“ რუსთავლეზე.

   „ნაცებსა“ და მათ მიერ გაფუჭებულ გაყიდულ ახალგაზრდობას „რცხვენია“, რომ მათ უცხოეთის აგენტებს უწოდებდნენ თუნდაც ფაქტებზე დაყრდნობით, მაგრამ „ქართული ოცნება“ დუმს, რომ სააკაშვილმა ათასობით ადამიანს უსაფუძვლოდ უწოდა რუსეთის აგენტები და ამის გამო სასიკვდილოდ აწამა! დღესაც „ნაცების“ ნაშიერები ყველას, ვინც არ ეთანხმება, ანუ უმრავლესობას, კვლავ რუს აგენტებს რაცხავენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დუმს და ითმენს, რადგან სიმართლის დაცვა ნიშნავს რუსეთის ირიბად დაცვას, ეს კი „ტეხავს“... „ქართულმა ოცნებამ“ ისიც კი გააკეთა, რაც სააკაშვილმა ვერ გაბედა - რუსეთში მყოფ ქართველებს, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.

„ქართულმა ოცნებამ“ საჯაროდ არ დაუსვა ერთადერთი სწორი შეკითხვა ყველას, ვინც 12 წელია გაჰყვირის რუსულ ნარატივზე, რუს აგენტებსა და პროპაგანდისტებზე, რუსეთის რბილ ძალაზე და მაგარ ჰიბრიდულ ომზე: რატომ არ უხარიათ დღეს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, რომელიც გამოავლენს რუს ჯაშუშებს, აგენტებსა და პროპაგანდისტებს? იმიტომ ხომ არა, რომ ისინი ბუნებაში არ არსებობენ, სამაგიეროდ, თავად არიან დასავლური სპეცსამსახურების ჯაშუშები და გავლენის აგენტები?!

   და ბოლოს: მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლება გააძევებდა ნებისმიერი ქვეყნის ელჩს 24 საათში, თუ საკუთარ თავს იმის მეათედის ნებას მისცემდა, რასაც დასავლელი ელჩები საქართველოში სჩადიან, მაგრამ „ქართული ოცნება“ მხოლოდ კრიტიკული შენიშვნებით შემოიფარგლება. „ქართული ოცნება“ დუმს, რომ ყველა დასავლელი ელჩი ყოველთვის იყო კორუმპირებული და იღებდა ქრთამს ნაცებისა და სააკაშვილისგან, ხოლო როდესაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ 2003 წელს მოულოდნელად მოინდომა საქართველოში აშშ-ის საელჩოს დიპლომატების მხილება და გენპროკურატურაში დაკითხვაზე დაბარება, აშშ-მა საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მოაწყო და შევარდნაძე სახლში გაუშვა...