აქტუალური
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია საქსტატში

ssf4საქსტატის მიერ საქინფორმისთვის გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის 4 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია ეწვევა. მისიის მიზანია ეკონომიკური და ფინანსური სტატისტიკის სისტემის (საქსტატი, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი) შეფასება, კერძოდ, სსფ-ის მონაცემთა ხარისხის სტანდარტების დაცვის მდგომარეობის შესწავლა. სსფ-ის წარმომადგენლები გაეცნობიან საქართველოში ეროვნული ანგარიშების, ფასების სტატისტიკის, ფისკალური და მონეტარული სტატისტიკისა და საგადასახდელო ბალანსის წარმოების პრაქტიკას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის ხარისხს.

მისიის შედეგების მიხედვით მომზადდება მოხსენება, რომელიც განთავსდება სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

საქინფორმი