რელიგია
ილია მეორე უკრაინის პრემიერს შეხვდება

ilia_II_kievshiუკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის – გრიგოლ ქათამაძის, ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვს დღეს შეხვდება.

დღესვე საქართველოს საელჩოში ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრაც გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან უწმიდესის შეხვედრის თარიღი კი ზუსტდება.

„საელჩოში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან ყველა ოლქის სათვისტომოების ხელმძღვანელები და ის ადამიანები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, უკრაინაში სხვადასხვა სფეროში წარმატებით საქმიანობენ“, – განმარტავს ქათამაძე.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე წლის 25 ივლისს გაემგზავრა. უწმიდესი უკვე შეხვდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს.

 

საქინფორმი