აქტუალური
ქუთაისში სამშენებლო სამუშაოები უხარისხოდ და მხოლოდ პიარისთვის სრულდება

quTaisi6პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სამიოდე თვის წინათ დაწყებული სამშენებლო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რადგან ამასწინანდელი წვიმების დროს, ფაქტობრივად, მთლიანად დაიტბორა ახლად გაკეთებული ველობილიკები და ტროტუარები, რის გამოც მოსახლეობას ქალაქში გადაადგილებისას პრობლემები შეექმნა.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქუთაისს ამ დღეებში უნდა ესტუმროს პრეზიდენტი სააკაშვილი და სამუშაოების შესრულების სწრაფი ტემპიც ამით აიხსნება – ხომ უნდა იქნეს გაპიარებული ქალაქის „აღმშენებლობა“. მოვუწოდებთ ადგილობრივ ხელისფლებას, შეწყვიტოს ამ უხარისხო პროექტების დაფინანსება და მის განკარგულებაში არსებული სახსრები მოახმაროს არა „ნაციონალური მოძრაობის“ პიარს, არამედ სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემების მოგვარებას“, – ნათქვამია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის წერილში.

 

საქინფორმი