პოლიტიკა
საქართველო უკრაინაში მიმდინარე ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს

wvrtnaუკრაინის დასავლეთ რეგიონში უკრაინისა და ნატოს ერთობლივი წვრთნა მიმდინარეობს. სწავლებაში ალიანსის წევრი 13 ქვეყანა და პარტნიორი სახელმწიფოები, მათ შორის, საქართველოც მონაწილეობენ.

წვრთნაში სულ 1 600 ჯარისკაცია ჩართული.

მისი მთავარი მიზანი ინტეგრირებული ოპერაციების დროს სამხედრო პერსონალის წარმატებული მუშაობისთვის მომზადებაა.

უკრაინა-ნატოს წვრთნა უკრაინის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში იმართება და 5 აგვისტომდე გაგრძელდება.  

საქინფორმი