პოლიტიკა
კონგრესმენების თანაშემწეთა დელეგაციის შეხვედრები საქართველოში

amerdroshaამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების თანაშემწეთა დელეგაცია საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეხვდა.

კონგრესმენთა თანაშემწეები პარლამენტში პაატა დავითაიასა და გურამ ჩახვაძეს ესაუბრენ.

მხარეებმა შეხვედრაზე უსაფრთხოების თემები, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, შიდა პოლიტიკური პროცესები და ქვეყნის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

8 აგვისტოს, საღამოს, დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესაც შეხვდა.

 

საქინფორმი