სამართალი
საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩარევის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობამ ნათლად აჩვენა, რა სურს. მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს პატრიოტებს, ოჯახებს, არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო „ფეისბუქზე“ წერს.
„კარგია, გილოცავთ! ევროკავშირში ჩვენი თავმჯდომარეობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, შემდგომში, ჩვენ ჩვენს ქართველ მეგობრებს ყველანაირ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ მათი ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატებისთვის“, – წერს სიიარტო.