პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: „გოროზიებისა და სხვათა კლანების მმართველობა უნდა დასრულდეს!“

alasa„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მარტვილის რაიონის მცხოვრებთ შეხვდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა მარტვილის ცენტრში რამდენიმე შეხვედრა გამართა. გარდა ამისა, მოინახულა სოფლები მუხურჩა, სალხინო და თამაკონი.

„თავისუფალმა დემოკრატება“ ადგილობრივებს პარტიის სამოქმედო პროგრამა წარუდგინეს. ირაკლი ალასანიამ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, უმუშევრობასა და ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.

„უმუშევრობა აქ, როგორც მთელ საქართველოში, მთავარი პრობლემაა. სააკაშვილის მიერ ხელდასხმულმა გოროზიების კლანმა მარტვილში სივრცე არ დაუტოვა მცირე და საშუალო ბიზნესს. მათ ყველაფრის კონტროლი სურთ. კლანური მართვა უნდა დასრულდეს მარტვილშიც და ყველა სხვა რაიონშიც!“ – განაცხადა ალასანიამ.

დღეს ის ზუგდიდის რაიონის მოსახლეობას შეხვდება.

 

საქინფორმი