უცხოეთი
საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„დღეს აშშ-ის ადმინისტრაციის მოლაპარაკებების შესაძლებლობების შესახებ არაფრის თქმა შეგვიძლია, მაგრამ თეთრი სახლის წინა ხელმძღვანელის დროს არსებულ უიმედობასთან შედარებით, დღეს შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს, თუმცა მცირე“, - განაცხადა რიაბკოვმა.
მისი თქმით, აუცილებელია რუსეთმა ვაშინგტონთან ურთიერთობაში რისკები შეამციროს.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ვისთან გვაქვს საქმე, როგორ ავაშენოთ ვაშინგტონთან ურთიერთობები, როგორ გავზარდოთ შესაძლებლობები და შევამციროთ რისკები“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
interpressnews.ge