აქტუალური
საკვებ პროდუქტებზე მსოფლიოში ფასები 33 პროცენტით გაიზარდა

mirovie_ceniმსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე ფასები, გასული წლის ივლისთან შედარებით, 33 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მორიგ ანგარიშშია ნათქვმია.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საკვებ პროდუქტებზე ფასმა 2008 წლის პიკურ მაჩვენებელს მიაღწია, მათი მარაგი კი შემაშფოთებლად მცირეა.

შიდაბაზრებზე ფასები წარმოუდგენლად მერყეობს: ზოგი ქვეყნის ბაზარზე სიმინდის ფასი 100 პროცენტით გაიზარდა, სხვაგან კი – მხოლოდ 19 პროცენტით.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, სიმინდზე ფასმა, საშუალოდ, 84 პროცენტით მოიმატა, შაქარზე – 62 პროცენტით, ხორბალზე კი – 55 პროცენტით.

განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარებაა ავღანეთში. ანგარიშის თანახმად, 12 მილიონზე მეტ ადამიანს სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. იმ რეგიონებში კი, სადაც შიმშილი არ არის, მოსახლეობა საკვებ პროდუქტებზე ფასის მატებით არის შეწუხებული.

„სახელმწიფოთა მთავრობებმა ყველა სოციალური, პოლიტიკური ფაქტორი თავად უნდა გააწონასწორონ, რათა დაიცვან მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენები სამომავლო პერსპექტივაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

საქინფორმი