პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, წყლის მოხმარების საფასურის გაძვირებაა მოსალოდნელი

abashidze„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, „თბილისის წყლის“ ხელახალი გაყიდვა იგეგმება. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, საუბარია მომარაგების ნაწილის გაყიდვაზე, ხოლო „ჟინვალის წყალი“ არსებულ ინვესტორს რჩება.

მისი თქმით, „თბილისის წყლის“ მომარაგების შესყიდვას აპირებს ერთ-ერთი ქართული ბანკი, თუმცა აბაშიძემ არ დააკონკრეტა, რომელ ქართულ ბანკზეა საუბარი.

„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, „თბილისის წყლის“ გაყიდვა იგეგმება გაუმჭვირვალედ, როგორც ეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შემთხვევაში მოხდა, რაც გამოიწვევს წყლის გადასახადის გაძვირებას.

აბაშიძემ დღეს თბილისის მერს სპეციალური წერილითაც მიმართა, რომელშიც ითხოვს დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას „თბილისის წყლის“ სადისტრიბუციო ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით.

 

საქინფორმი