აქტუალური
საქსტატი საგარეო სავაჭრო ბრუნვის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

sagareo-vaWrსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2011 წლის იანვარ-ივლისში, წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4 832 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1 186 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი – 3 645 მლნ აშშ დოლარი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-ივლისში 2 458 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის 2011 წლის იანვარ-ივლისის დაზუსტებულ მაჩვენებლებს მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

 

საქინფორმი