საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა.
გერმანიაში ვადამდელი არჩევნები კანცლერ ოლაფ შოლცის სამპარტიანი მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ დაინიშნა. ამომრჩევლებისთვის მთავარი საკითხებია: იმიგრაცია, გერმანიის ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა და კლიმატური ცვლილებები.
სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ალიანსი, ფრიდრიხ მერცის ლიდერობით, პირველ ადგილზეა 30 პროცენტით. გამოკითხვებით მეორე ადგილზეა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 21 პროცენტით. მმართველი „სოციალ-დემოკრატები“, კანცლერ ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით, მესამე ადილზე არიან 16 პროცენტით. 13 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებენ „მწვანეები“ ამჟამინდელი ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის ლიდერობით.
გერმანიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიხურება.
1tv.ge