სამართალი
თბილისი, 19 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 5 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. როგორც მოსამართლემ განმარტა, ბადრი ბიწაძე დამნაშავედ 25-353-ე მუხლის მე-2 ნაწილით იქნა ცნობილი.
ბიწაძეს უფლება აქვს, განაჩენი ერთი თვის ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, რასაც, როგორც დაცვის მხარე აცხადებს, აუცილებლად გამოიყენებს.
მოსამართლის განმარტებით, განაჩენის ვადის აღსრულება ბიწაძის დაკავების ან მისი სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების დღიდან დაიწყება.