უცხოეთი
ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კიბო აქვს. ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა. განცხადებაში აღინიშნება რომ ბაიდენს "კიბოს აგრესიული ფორმა“ აქვს.

„პარასკევს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ხასიათდება 9 ქულით (მე-5 კლასის ჯგუფი) და ძვალში მეტასტაზებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას წარმოადგენს, კიბო, როგორც ჩანს, ჰორმონ-მგრძნობიარეა, რაც ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა", - აღინიშნება განცხადებაში.

interpressnews.ge