აქტუალური
დღეს „რთველი 2011“ იწყება

rtveli5თბილისი, 25 აგვისტო, საქინფორმი. კახეთში დღეს „რთველი 2011“ ოფიციალურად იხსნება. გასული წლების მსგავსად, წელსაც რთველის შტაბი გურჯაანში, სასტუმრო „რებში“ განთავსდება, რომელიც მოსავლის აღებისა და ჩაბარების პროცესს გაუწევს კოორდინაციას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ყურძნის გადამუშავების პროცესში 27 კომპანია ჩაერთვება. მოსავალი ჩაბარდება 32 პუნქტს.

წელს მევენახეები სამინისტროს მიერ გამოყოფილი სპეციალური ვაუჩერებითაც ისარგებლებენ, რომელიც 1 კილოგრამი ყურძნის ღირებულების გარდა დამატებითი სარგებლის მიღებას გულისხმობს. კერძოდ, მევენახეები 1 კგ რქაწითელის ჯიშის ყურძენზე დამატებით 15 თეთრს, ხოლო საფერავზე 25 თეთრს მიიღებენ.

„რთველი 2011“, სავარაუდოდ, 7-8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.