აქტუალური
ჯეიმს სტავრიდისის მადლობა ქართულ მხარეს

stavridisiთბილისი, 25 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით მყოფი ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალი ჯეიმს სტავრიდისი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას შეხვდა. სტავრიდისმა ქართულ მხარეს ISAF-ის ოპერაციაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული დანაყოფები აქტიურად და ღირსეულად მონაწილეობენ და ამას ალიანსისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განმარტებით კი, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ISAF-ის ოპერაცია და სამშვიდობო ოპერაციაში ქართული მხარის ჩართულობა იყო.