პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სანამ სხვა საკითხებზე დავილაპარაკებთ, საჭიროა ოპოზიციისა და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია ეუთო-ოდირ-ის შარშანდელ დასკვნაზე

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება რადიკალური ოპოზიციის და პოზიცია, როგორ უდგებიან ეუთო/ოდირ-ის დასკვნას, ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, წინა არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის დასკვნა გახდა არა მხოლოდ ქართული რადიკალური ოპოზიციის თავდასხმის ობიექტი, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტიც და ჯერ გასაგებია, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები შარშანდელ დასკვნას, რის შემდეგაც შესაძლებელია მსჯელობა ეუთო/ოდირ-ის მოწვევაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გავიგოთ, რა ხდება ეუთო/ოდირ-თან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, რომ წინა არჩევნებზე ეუთო/ოდირ-მა დაწერა დასკვნა და ეუთო/ოდირ-ი გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის თავდასხმის ობიექტი, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტიც. ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირ-ის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ ჩვენ, შეიძლება, ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირ-ის მოწვევაზე. პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება აქაური რადიკალური ოპოზიციის და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია, როგორ უდგებიან შარშანდელ დასკვნას, რომელიც მოამზადა ეუთო/ოდირ-მა. ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.