აქტუალური
აშშ-ის დაფინანსებით ფოთში სანაპირო დაცვის გემების შემკეთებელი საამქრო შენდება

gemiთბილისი, 26 აგვისტო, საქინფორმი. თბილისში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ფოთში საფუძველი ჩაეყარა ამერიკის დაფინანსებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გემების შემკეთებელი საამქროს მშენებლობას.

საამქრო, რომლის მშენებლობასაც აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსი უხელმძღვანელებს, „მნიშვნელოვნად გაზრდის სანაპირო დაცვის შესაძლებლობას, თავიანთი საპატრულო გემების ექსპლოატაცია და რემონტი განახორციელონ“.

საელჩოს განცხადებით,  დასრულების შემდეგ, ობიექტი ყველა საჭირო დანადგარით აღიჭურვება: „კვალიფიციური მომსახურება გაახანგრძლივებს სანაპირო დაცვის გემების ექსპლუატაციის ვადას და უზრუნველყოფს საქართველოს სანაპირო ზოლის უსაფრთხოებას“.

შტატებმა, ასევე, გამოყო 2 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს სანაპირო დაცვის ორი ძირითადი საპატრულო გემის შეკეთებისა და მესამე საპატრულო გემის სრული მოდერნიზაციის მიზნით. შესაბამისი სამუშაოები აჭარაში მოქმედმა ქართულმა კომპანიამ შეასრულა.

ახალი საამქროს მშენებლობა აშშ-ის მთავრობის „ექსპორტის კონტროლისა და საზღვრების უსაფრთხოების“ 10-მილიონიანი პროგრამის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს საქართველოს სანაპირო დაცვის დახმარებას, რათა მან „სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოახდინოს საზღვაო ინციდენტებზე“.

„ეს დახმარება აჩვენებს აშშ-ის ერთგულებას – გაუწიოს საქართველოს დახმარება, რათა უზრუნველყოს მისი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო.