უცხოეთი
მედია - ევროპული ქვეყნები ირანთან მოლაპარაკებების გამართვაზე შეთანხმდნენ

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი.ირანმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, შესაძლოა, მომავალ კვირას გამართონ, - ინფორმაციას Deutsche Welle ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოლაპარაკებების ჩატარების შესახებ პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, თუმცა კონსულტაციები მათი ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გრძელდება. ქვეყანა, სადაც მომავალ კვირას შესაძლოა მოლაპარაკებები ჩატარდეს, ჯერ არ არის განსაზღვრული“, - იტყობინება Tasnim ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ თეირანის წინააღდეგ ე.წ. „უკან დაბრუნების მექანიზმის“ ფარგლებში გაერო-ს სანქციებს აღადგენენ, თუ ირანსა და აშშ-ს შორის არ განახლდება, კონკრეტულ შედეგებს არ გამოიღებს მოლაპარაკებები, რომელიც ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებამდე მიმდინარეობდა.

interpressnews.ge