უცხოეთი
იური უშაკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა სასარგებლო და კონსტრუქციული იყო

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი მედიასთან აცხადებს, რომ მოლაპარაკებები სასარგებლო და კონსტრუქციული იყო.

შეხვედრას ესწრებოდა უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევიც.

„რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონსტრუქციული დიალოგი გრძელდება“, – აღნიშნავს დმიტრიევი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები დაახლოებით სამ სააათს გრძელდებოდა.

1tv.ge