საზოგადოება
ნატო-ს პრესსპიკერი: მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პროგრესს, შეთანხმება რეგიონული უსაფრთხოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. ნატო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად მიღწეულ პროგრესს და მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს თავისი წვლილისთვის, – წერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსპიკერი ელისონ ჰართი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მიღწეული შეთანხმება რეგიონული უსაფრთხოებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად მიღწეულ პროგრესს და მადლობას ვუხდით აშშ-ის პრეზიდენტს თავისი წვლილისთვის. აღნიშნული შეთანხმება ნორმალიზაციის პროცესისა და რეგიონული უსაფრთხოებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ნატო გააგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორებთან – სომხეთსა და აზერბაიჯანთან“, – წერს ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰართი.