უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ალასკაზე აშშ-რუსეთის სამიტის შედეგები განიხილეს

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროს ალასკაზე აშშ-რუსეთის სამიტის შედეგები, სავაჭრო და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

როგორც თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაშია აღნიშნული, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მოვლენების განვითრებას. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ომის დასაწყისიდანვე თურქეთი გულწრფელად ისწრაფოდა სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად და ამ კუთხით მიესალმება მიდგომებს, რომელთა მიზანია ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ყველა მხარის მონაწილეობით.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა თურქეთის ლიდერს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის. კრემლის ცნობით, პრეზიდენტმა ასევე ქვეყნებს შორის ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტიციების საკითხი განიხილეს.