პოლიტიკა
52 ორგანიზაციის განცხადება

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. 52 არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა განცხადებას, სადაც თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა მიზნად ისახავს განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების განადგურებას. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ორგანიზაციებს, რომელთა ანგარიშები გაიყინა და აღნიშნავენ, რომ მათი დახურვა ათასობით მოქალაქეს იურიდიულ დახმარებას წაართმევს. განცხადებაში ჩამოთვლილია ხელმომწერი ორგანიზაციები და ევროპაში ვიზალიბერალიზაციის შეფასებამდე გამაფრთხილებელი სიტყვებია.