რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ უგულებელყოფს ამერიკა საქართველოს, რომელიც ჩინეთმა აღლუმზე არ მიიწვია

   ერთი მხრივ, აშშ-სა და ევროპ, მეორე მხრივ კი რუსეთსა და აზიის ქვეყნებს შორის დაბალანსების პოლიტიკა ედუარდ შევარდნაძისნოუ-ჰაუიყო და პოლიტიკიდან მისი წასვლი შემდეგ წარსულს ჩაჰბარდა. მით უფრო შეუძლებელია ყველასთვის მისაღები იყო დღეს, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს“, - განაცხადა ინტერვიუში საქინფორმი“- მთავარმა რედაქტორმა და გენერალურმა დირექტორმა, არნო ხიდირბეგიშვილმა.

= ბატონო არნო, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა ღია წერილით, რომელშიც ის უჩივის მისი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსადმისათანადო, ლოგიკური ყურადღებისნაკლებობას, „საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის ღირებულებითი ორიენტაციების სრული დამთხვევის პირობებში“, რაც იწვევსქართველი საზოგადოების გაოცებას“ „Deep state- უხეში ქმედებების დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებებისფონზე, რომელსაც თეთრი სახლის ადმინისტრაციაპასიურად აკვირდება“.

თქვენი აზრით, შეცვლის თუ არა ეს ღია წერილი არსებულ სტატუსკვოს?

- ღია წერილი, როგორც ფორმა, ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო საქართველოში. მახსოვს, როგორ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ღია წერილით პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, რომლის ადმინისტრაცია პარლამენტის შენობიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობდა. როგორც წესი, ღია წერილის ავტორი ადრესატს აფრთხილებს სხვადასხვა ნაკლოვანებისა თუ რისკის შესახებ, რომელიც წარმოიშვა ამ უკანასკნელის უყურადღებობისა თუ გადაცდომების გამო, თანაც - აფრთხილებს საჯაროდ, რათა მოგვიანებით, თუ მისი მოსაზრებები გამართლდება, ამის თანამონაწილე არ იყოს - აქაოდა, წინასწარ გავაფრთხილე, მაგრამ ყურთ არ იღეს! სწორედ ამაშია ურთიერთობის ისეთი ფორმის დატვირთვა, როგორიცაა ღია წერილი.

   დიახ, საქართველოსვე პრეზიდენტის წერილი ძალიან გულწრფელია, თუმცა - უპრეცედენტო, არც ერთი ქვეყნის ხელმძღვანელის ღია წერილი ამერიკის პრეზიდენტისადმი არ მახსენდება. მაგრამ პრევენციის მიზნით რაც უნდა კეთილი განზრახვებით იყოს ეს წერილები ნაკარნახევი, ისინი ბუნებრივ უკმაყოფილებას იწვევს ადრესატში, რომელსაც საჯაროდ არიგებენ ჭკუას, შეცდომებზე მიუთითებენ და ამით „კუთხეში ამწყვდევენ“. ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტის ადგილას, თავს შევიკავებდი ღია წერილის გაგზავნისგან ისეთი დონის ლიდერისთვის, როგორიც არის აშშ-ის პრეზიდენტი, თანასწორთა შორის პირველი. ტრამპი ემოციური და ამბიციური ადამიანია, ნაკლებად პროგნოზირებადი, რომელიც ვერ იტანს კრიტიკას, განსაკუთრებით საჯარო კრიტიკას, ამიტომ ყაველაშვილის წერილზე უფრო უარყოფითი რეაქცია შესაძლებელი, ვიდრე დადებითი, თუკი საერთოდ ექნება. მით უმეტეს, რომ მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს მსგავსი, მხოლოდ უფრო ვრცელი ღია წერილი მისწერა, რომელსაც აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „შეურაცხმყოფელი, არასერიოზული, მუქარის შემცველი და ვაშინგტონში უკიდურესად ცუდად მიღებული“ უწოდა.

ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელმძღვანელები აშშ-ის პრეზიდენტს ღია წერილებს წერენ, აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვაშინგტონში ლობისტები არ ჰყავს, რაც რადიკალურ ოპოზიციას ძალიან ახარებს. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერმა სააკაშვილმა დასავლელ ლობისტებზე სახელმწიფოსგან მოპარული მილიონობით დოლარი დახარჯა და ხარჯავს, იქნება ეს ოჯახის, თუ პარტიული „სალაროს“ ფული, რომელსაც კეზერაშვილი განკარგავს.

- რა არის ამჟამინდელი სიტუაციის მიზეზი, ბატონო არნო? თქვენს არაერთხელ შეგვახსენეთ, რომ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, თითქმის ორი წლის განმავლობაში, საქართველოში ამერიკის ელჩი არ დანიშნულა, რადგან საქართველო 1 - ნაკლებად აინტერესებს ტრამპს, რომელიც მას გეოპოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე რუსეთის ინტერესების ზონად მიიჩნევს; 2 - იმიტომ, რომ საქართველო ტრამპისთვის ასოცირდება სააკაშვილთან, რომელსაც სურდა მისი მოტყუება, სახიფათო ავანტიურაში ჩათრევა.

- არსებობს სხვა მიზეზებიც. ძალიან ყურადღებით მომისმინეთ, რადგან საქართველოს მოქალაქეები სრულიად დაბნეული არიან სხვადასხვა მოდური ტერმინებით. „Deep State“ („ღრმა სახელმწიფო“), კლასიკური გაგებით, არის სახელმწიფო ჩინოვნიკების, მათ შორის სპეცსამსახურების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, მოსამართლეებისა და პროკურორების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამხედროების, ასევე სახელმწიფოსთან დაკავშირებული მეწარმეების, ბანკირებისა და ჟურნალისტების ტანდემი, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების ფარული მოწინააღმდეგეები არიან და მის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ მათთვის ხელმისაწვდომი მდიდარი რესურსების გამოყენებით. ოპოზიცია არ არის „ღრმა სახელმწიფო“, რადგან ის ღიად ეწინააღმდეგება მმართველ ძალას.

ყაველაშვილი თავის წერილში გულისხმობს, რომ ზემოხსენებული კლასიკური ამერიკული „Deep State“ და „საქართველოს მეგობრები“ აშშ-ის კონგრესში, ათასი ჯურის შაჰინ-რიშები, „Megobari Act”-ის ავტორები, ასევე სახელმწიფო ფონდები აფინანსებენ უცხოეთის აგენტებს საქართველოში - სამოქალაქო სექტორსა და რადიკალურ ოპოზიციას - მოქმედი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მიზნით. უკაცრავად, მაგრამ ტრამპმა გააუქმა USAID და დღეს, თუ არ ვცდები, ძირითად თანხებს არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპიდან, მათ შორის წამყვანი ევროპული ქვეყნების საელჩოების მეშვეობით იღებენ, აშშ-ს კი ელჩი საქართველოში ისევ არ ჰყავს და არავის იცის, როდის ეყოლება. „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას აქვს ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რათა შეაჩეროს დივერსიული ქმედებები სახელმწიფო გადატრიალების მოსამზადებლად, ამიტომ ტრამპს ადგილობრივი არჩევნების წინ დახმარება არ უნდა ვთხოვოთ - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ ეგების საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობებში ჩარევა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთოდ არ არსებობს ოპოზიცია, ხოლო დემოკრატიულ საქართველოში მთავრობამ 13 წლის განმავლობაში არ იზრუნა კონსტრუქციული ოპოზიციის შექმნაზე, რომლის ნაცვლადაც დღეს მას ჰყავს დამნაშავეთა ლეგიონი, რომლებიც გამოიწვრთნენ სააკაშვილის „ნაცმოძრაობაში“.

მეტსაც გეტყვით - იმისათვის, რომ საქართველოსა და მასთან პოლიტიკური წონითა და რანგით ახლოს მდგომ ქვეყნებს მოუსმინოს ისეთი მასშტაბის ფიგურამ, როგორიც ტრამპია, რომელიც ვერ ჩაწვდება ქართული „შიდა სამზარეულოს“ წვრილმანებს, საჭიროა რეკომენდატორი, შუამავალი. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, საქართველოსთვის ასეთი შუამავალი შეიძლება იყოს რუსეთი. პრეზიდენტ პუტინს პრეზიდენტი ტრამპისთვის ორიოდე სიტყვა რომ ეთქვა, რომ კონკრეტული ამერიკული ძალები წყალს ამღვრევენ რუსეთის მოსაზღვე საქართველოში, ტრამპი მის სიტყვებს არ უგულებელყოფდა. ამისთვის კი საქართველოს ხელმძღვანელობას პირდაპირ ტრამპისთვის კი არ უნდა მიეწერა ღია წერილები, არამედ ჯერ პუტინისთვის უნდა მიემართა. თუ როგორ მიმართონ პუტინს დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის დროს, ეს პრესაში განსახილველი თემა არ არის, ვიმედოვნებ, მათ, ვინც ეს უნდა იცოდეს, იციან... თუმცა, პუტინი, რა თქმა უნდა, არ სთხოვს ტრამპს, რომ შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის შემდეგ „გადატვირთოს“ ურთიერთობები საქართველოსთან და აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა „სუფთა ფურცლიდან“, ეს აბსურდია. მაგალითად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი დიდხანს უშედეგოდ ცდილობდა თეთრ სახლში მოხვედრას, მაგრამ ტრამპმა ის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მხოლოდ რეკომენდატორების ჩარევის შემდეგ მიიღო. ვფიქრობ არ არის საჭირო იმის დაკონკრეტება, თუ ვისზეა საუბარი.

   მაგრამ მთავარი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ერთი მხრივ, აშშ-სა და ევროპას, მეორე მხრივ კი რუსეთსა და აზიის ქვეყნებს შორის დაბალანსების პოლიტიკა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის „ნოუ-ჰაუ“ იყო და პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგ წარსულს ჩაჰბარდა. მით უფრო შეუძლებელია დღეს ყველასთვის მისაღები და ყველასთვის სასიამოვნო იყო, როგორც ამას საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ლამობს. შეხედეთ - საქართველო, აზერბაიჯანი და ახლა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ, უკვე სომხეთიც ჩინეთის - რუსეთის პირველი და მთავარი მოკავშირის - სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ანუ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა დღეს ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია. მაგრამ საქართველო, სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, არ მიიწვიეს პეკინში 3 სექტემბერს დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ეძღვნება და სადაც 26 წამყვანი ქვეყნის ლიდერი მიიწვიეს. იცით რატომ? იმიტომ, რომ ვერავინ ხვდება, თუ რატომ საქართველო, რომელსაც ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს და უმოწყალოდ ლანძღავენ, კვლავაც რჩება ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსის ერთგული, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.

ნახეთ, რა მოხდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე?! უკრაინის ფრონტზე რუსეთის წარმატებების შემდეგ, რუსეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა და თურქეთმა ევროპა და აშშ აშკარად გადასწონეს, ქანქარა აშკარად ევრაზიისკენ გადაიხარა, ამიტომ საქართველოსთვის უკიდურესად საშიშია ძლიერი მფარველის გარეშე ყოფნა, როგორც პატარა ნავისთვის მსოფლიო პოლიტიკის ბობოქარ ოკეანეში.

ესაუბრა მაია ჯავახიშვილ

2025 წლის 1 სექტემბერი
საქართველო, თბილისი