რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ყურადღება, ყურადღება! ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი

   საქართველოში ფეხზე მდგარი არა მხოლოდ ლოცულობენ, ქართველები ფეხზე დგებიან, როცა წარმოთქვამენ განსაკუთრებული მნიშვნელობის სადღეგრძელოებ, მაგალითად - მშობლების მოსახსენებლად, რომელთა პატივისცემასაც უფალი მასზე არანაკლებ გვავალდებულებს.

   დაე მკითხველებს სათაური შეცდომაში ნუ შეიყვანსდღეს მე არა ფეხბურთზე, არამედ მასტერ-კლასზე მოგიყვებით, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა მთელ მსოფლიოს აჩვენა. გასულ კვირას მომხდარი ეს მოვლენა, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, იმდენად მნიშვნელოვანია, და არა მხოლოდ საქართველოსთვი, რომ იმსახურებს მის შესახებ ფეხზე წამომდგარმა ვისაუბროთ.

   დარწმუნებული ვარყველაფერი, რასაც ბოლო ხანს ამბობს და უჩვენებს თბილისი, აბსოლუტურად უპრეცედენტოა თანამედროვე პოლიტიკაში და მაგალითია მსოფლიოს ყველა ხალხისთვისიქნება ეს აზია, ამერიკა, ევროპა, რუსეთი თუ სამხრეთ კავკასია.

   მაშ, ასე:

   2025 წლის 4 აგვისტოს გამოქვეყნდა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, იმ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და 2003 წლიდან დღემდე მოქმედ პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობ შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

როცა ამ დასკვნის 462 გვერდი (ვიდეო, აუდიო და ფოტო-ასალების თანდართვის გარეშეც კი) ინგლისურ ენაზე ითარგმნება, მთელი მსოფლიო შეიტყობს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის, მისი ხელქვეითებისა და მიმდევრების მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულების თაობაზე. ისინი არსად გამქრალან – ისინი კვლავ ჩვენს შორის არიან და ყოველდღე გვემუქრებიან – ფსიქიკის თანდაყოლილი დეფექტების მქონე ჯალათები, რომელთაც რეჟიმის დროს ძალოვანი სტრუქტურები ებარათ; უცხო გავლენის აგენტები, რომლებმაც საქართველო ფულზე გაყიდეს და შემდგომში ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მეშვეობითაც კი შეაღწიეს. ეს უკანასკნელნი გარედან მიღებული დავალებით ძირს უთხრიდნენ ქართულ სახელმწიფოს: მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვის გამოც საქართველომ 2008 წლის შემდეგ პირველად თავისი ტერიტორიების ნაწილი დაკარგა; ან პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომლის წინაპრებიც ფაშისტებს ემსახურებოდნენ, ხოლო თავად – ბანდერელთა დიდ ორგანიზაციაში მსახურობდა.

ამგვარად, საქართველოს ე.წ. "ღრმა სახელმწიფო" არანაკლებ ღრმაა, ვიდრე ამერიკული, რადგან ქართულ „Deep State”-ს ემსახურებოდნენ არც მეტი, არც ნაკლები, რეზიდენტები-პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, თავდაცვის მინისტრები (ალასანია, ხიდაშელი), პარლამენტის თავმჯდომარეები (უსუფაშვილი), რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა, უფრო დაბალი რანგის ჩინოსნებზე – სპეცსამსახურების დიდ სამხრეებიან წარმომადგენლებზე, პარლამენტარებსა და მოსყიდულ პროპაგანდისტ ჟურნალისტებზე.

   უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში ისეთივე წარმატებით დამკვიდრდა ჩემ მიერ შემოღებული ტერმინი – „მეორე ფრონტი“, როგორც ტერმინი „Deep State“, რომელიც გამოვიყენე აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღესვე. ტრამპმა ომი გამოუცხადა აშშ-ში „ღრმა სახელმწიფოს“, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა მისი არარსებული კავშირი კრემლთან.

სიფრთხილე არასოდეს არის ზედმეტი – ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, აშშ-ის დაზვერვისა და სხვა სპეცსამსახურების ხელმძღვანელების ცვლილების შემდეგ, საქართველოში იგივე მოიმოქმედა, „Deep State“-ის ამოძირკვა ხომ ძალზე რთულია – როგორც დიდ ამერიკაში, ისე პატარა საქართველოში. „ღრმა სახელმწიფოს“ „გრძელი ხელები“, ფართო კავშირები და უზარმაზარი ინფორმაცია გააჩნია, ხოლო ადამიანების უმეტესობა უცოდველი როდია, ადამიანური სისუსტეები, მაგალითად, კორუფციისკენ მიდრეკილება, ყოველთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს თანამდებობის პირთა დასაშანტაჟებლად და გადასაბირებლად.

   კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა უშიშარი ქალბატონი – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი (საერთაშორისო დონის იურისტი ბრწყინვალე განათლებითა და უზარმაზარი გამოცდილებით), კომისიის მიერ ასობით საათის განმავლობაში შეგროვებული მასალის ანალიზის შედეგად შექმნა ნაშრომი, რომელიც უნდა იქცეს სავალდებულო შესწავლის საგნად როგორც თანამედროვეთათვის, ისე მომავალი თაობებისთვის, რადგანაც ეს 462-გვერდიანი დასკვნა, როგორც ქართული ნიურნბერგის ტრიბუნალის განაჩენი, სხვაგვარად ვერ აღიქმება. არა მხოლოდ თითოეულმა ქართულმა ოჯახმა, ახალგაზრდამ და ხნიერმა, არამედ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს – რა საშინელი ამბები ხდებოდა საქართველოში "დასავლური დემოკრატიისა" და "დასავლური კულტურული ღირებულებების" დროშის ქვეშ სააკაშვილის დროს, რომელიც დასავლეთმა „დემოკრატიის შუქურად“ შერაცხა.

მკვლელობები და არაადამიანური წამებები, რომლებიც არანაკლებ საზარელი იყო, ვიდრე გერმანელი ფაშისტებისა და უკრაინელი ბანდერელ პოლიცაების მიერ ჩადენილი; სიმართლე 2008 წლის 7 აგვისტოს ომზე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა არა მხოლოდ გააჩაღა, არამედ ცინიკურად აღიარა ეს ფაქტი საერთაშორისო დონეზე; ქონების იძულებითი ჩამორთმევა და არჩევნების ტოტალური გაყალბება – ეს და კიდევ მრავალი, მრავალი სხვა ფაქტი დეტალურად, სახელებისა და თარიღების მითითებით, თავმოყრილია მოცულობითი დოკუმენტის ტექსტში.

ვინ იცის, ეგებ მსგავსი რამ ხდებოდა იმ ქვეყნებშიც, სადაც "ფერადი რევოლუციები" წარმატებით ჩაატარეს? რა გარანტიაა, რომ მსგავსი არ განმეორდება საქართველოში, თუკი ხელისუფლებაში 4 ოქტომბერზე დაგეგმილი გადატრიალების შედეგად რადიკალური ოპოზიცია მოვა – სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია და მისი დამქაშები?! განა ისინი მალავენ, რომ პირველ ყოვლისა გაუსწორდებიან ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ ნიღაბი ჩამოხსნა და სამარცხვინო ბოძზე მიაჭედა?! ვინ იკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მზადდება სახელმწიფო გადატრიალება – როგორც ეს მოხდა "ვარდების რევოლუციის" დროს საქართველოში, ან "ევრომაიდნის" დროს კიევში – ხელისუფლებაში ისევ არ მოვლენ სისხლიანი ჯალათების მარიონეტული რეჟიმები?!

   წულუკიანის კომისიის დასკვნა კიდევ უფრო მძაფრად ჟღერს საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირების მიერ მამხილებელი განცხადებების ფონზე, რომლებიც სახელებით და გვარებით ასახელებენ დასავლეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, იქნებიან ეს ევროპელები თუ ამერიკელები, პარლამენტარებს, დიპლომატებს, ანალიტიკოსებსა თუ პრეზიდენტებს, რომლებიც საქართველოს ხელმძღვანელებს „ხელებს უგრეხდნენ“ - მუქარით აიძულებდნენ გაეხსნათ „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ „პირველი უკრაინული ფრონტის“ კვალდაკვალ, ხოლო ორიოდე დღის შემდეგ „თავი შეეფარებინათ ტყეებისთვის და დაეწყოთ პარტიზანული ომი“… დიახ, როცა ომი დასრულდება, ქართველებს გავახსენებ, როგორ უწოდებდა კიევის რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებას „ამორალურს“, როგორ გაიწვია თბილისიდან უკრაინის ელჩი და მის ნაცვლად საქართველოში გამოგზავნა სააკაშვილი რძის კონტეინერით, რათა დაემხო საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლება!

   წულუკიანის კომისიის დასკვნა წარმოადგენს განაჩენს არა მხოლოდ საქართველოში მოქმედი უცხოური გავლენის აგენტებისთვის – იქნებიან ეს რადიკალური ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათგან განუყოფელი ე.წ. „სამოქალაქო სექტორი“, არამედ მათი დასავლელი პატრონებისა და სპონსორებისთვის, რომლებმაც საქართველო ლამის თავის კოლონიად გადააქციეს. ყველაზე შემაძრწუნებელი კი ისაა, რომ ისინი ცინიკურად განაგრძობენ იმავე ქმედებებს დღემდე – მტკიცედ გადაუწყვეტიათ, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში ხელისუფლება „დაამხონ არაძალადობრივი გზით“(?!).

   განსაკუთრებით ღირებული და დამაფიქრებელია მსოფლიო საზოგადოებისთვის ორი ფაქტი:

– ის, რომ ეს მამხილებელი განცხადებები და კომისიის დასკვნა, რომლებიც პრაქტიკულად „Deep State”-ის უპრეცედენტო ლუსტრაციას წარმოადგენს, გაკეთებულია ქვეყნის – საქართველოს – ხელისუფლების მიერ, რომელიც დღემდე ერთგულია ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების, აგრეთვე აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის კურსისა;

– ის, რომ ეს დასკვნა შექმნილია დღეს –რეჟიმის შეცვლიდან 13 წლის შემდეგ, და არა „ცხელ გულზე“ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. ამით წულუკიანის კომისიამ კი არ ჩაიდინა შურისძიების აქტი, არამედ შეასრულა ქართველი საზოგადოების დაკვეთა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს იყო გაცხადებული (თუმცა, ამ 13-წლიანმა „კოაბიტაციით“ შევსებულმა პაუზამ უკიდურესად უარყოფითი როლი შეასრულა).

   ამიტომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიო ყურადღებით უნდა დააკვირდეს – რას ამბობს და უჩვენებს თბილისი, რომელიც ისჯება მხოლოდ იმის გამო, რომ უარს აცხადებს ომზე და ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებაზე.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2025 წლის 8 სექტემბერი
საქართველო, თბილისი