პუბლიკაციები
ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის გამონათქვამებიდან საქართველოს ხელისუფლებაზე

   „არცერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არცერთი ფედერალური სახსრების გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან რაიმე ფორმით სხვაგვარად იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში „ქართული ოცნების“ მეთაურობით მოქმედი მთავრობის აღიარება“

„ქართული ოცნების” ანტი-ამერიკული რეჟიმი მეტ რეპრესიას ახორციელებს თავისუფალი ქართველების წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი თავისი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთის მიერ ბოლომდე შთანთქვის აღკვეთას ცდილობენ. MEGOBARI [აქტი] საჭიროა დაუყოვნებლივ!”

„მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტები არიან, რომლებსაც ამერიკასთან მჭიდრო კავშირის მქონე ძლიერი ქვეყანა სურთ. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობას, მიყიდოს საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ საქართველოს გვერდით დგას!“

„რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს“.

„ქართველების 80%-ს სურს ამერიკის ახლო მეგობრები, ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი იყვნენ, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატიმრებებით პასუხობს. რეჟიმმა შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თეირანის რეჟიმს ეწვია, მაშინ როდესაც ირანის რეჟიმმა პრეზიდენტ დონალდ დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა.“

„საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, გაბედულად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.“

„მადლიერი ვარ, რომ შევძელი ორი დიდი პატრიოტის, პრეზიდენტ ზურაბიშვილის და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრის ორგანიზება აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობების დასაცავად და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად“

“მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიყვება ჩვენი კონგრესის დეკლარაციას “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური ლიდერია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე”

„მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“,

„ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს. აშშ არ აღიარებს ივანიშვილის პრო-СCCP-სა, ჩინეთის კომუნისტური პარტიასა და პროირანულ რეჟიმს!”

„მოგიწოდებთ, პრიორიტეტად აქციოთ აშშ-ის სამართალდამცავი მექანიზმების გამოყენება საქართველოს სანქციებისთვის თავის არიდების სქემის, თაღლითური „ქოლ ცენტრების“ და „ქართული ოცნების“ სხვა უკანონო საწარმოების გამოსავლენად და გასანადგურებლად. ეს ოპერაციები ამყარებს ივანიშვილის რეჟიმს და მის კორუმპირებულ კადრებს საშუალებას აძლევს, სარგებელი მიიღონ ისეთი სისასტიკეებისგან, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინაში, რომელსაც ხელს უწყობს ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის თანამონაწილეობა. ასევე მოგიწოდებთ, გაავრცელოთ სანქციები ივანიშვილის ოჯახის უახლოეს წევრებსა და თანამზრახველებზე. აშშ-ის გადამწყვეტმა ქმედებებმა, მოკავშირეებთან კოორდინაციით, შეიძლება ეს ოპერაციები ქმედუუნარო გახადოს, რაც პირდაპირ ძირს გამოუთხრის ქართული რეჟიმის უნარს, შეინარჩუნოს არადემოკრატიული ძალაუფლება. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წინ წავწიოთ ჩვენი საერთო მიზნები დემოკრატიის დაცვისა და მსოფლიოში მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აგრესორთა ღერძი დაკარგავდა მნიშვნელოვანი გაძლიერების შესაძლებლობას, თუ საქართველო დაუბრუნდებოდა ქართველი ხალხის მმართველობას. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას ამ ახალ თანამდებობებზე და გმადლობთ ამ კრიტიკული საკითხების მიმართ თქვენი ურყევი ერთგულებისთვის“

„სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს, რადგან ის უპირისპირდება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს საქართველოს თავს მოახვიოს რუსეთის მარიონეტი პრეზიდენტი. აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება“,

"რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით. შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის, როგორც მე და სპიკერმა ჯონსონმა 2020 წელს მოვუწოდეთ როგორც რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში“