საზოგადოება
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. „დღეს საქართველო, მრავალი თვალსაზრისით, დაკარგულია ევროპისთვის. შესაძლოა, ერთ დღესაც ის დაბრუნდეს, მაგრამ ამისთვის ევროპამ არ უნდა დახუჭოს თვალი იქ და ასევე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.
ზელენსკიმ მოლდოვას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო მისი დესტაბილიზაცია. მან ხაზი გაუსვა, რომ ექსტრადირებული ოლიგარქი მნიშვნელოვანი ნიშანი იყო ევროპული თანამშრომლობისთვის.
„რუსეთისთვის ჩვენს რეგიონში ყოველი მოგება ყოველთვის ევროპისთვის დანაკარგია. ჩვენ არ შეგვიძლია, დავკარგოთ არც ერთი დღე ან არც ერთი ქვეყანა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.